უკან
უახლესი ამბები
არქივი
რეგიონები
15 აგვისტო, 2018 13:05
ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ავარია ბათუმში
ბათუმში, თამარის დასახლებაში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ერთი დაშავდა.
შემთხვევის დროს ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
ნინო ექვთიმიშვილი