უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 სექტემბერი, 2024 12:49
font-size

ერთი პატარა ნაბიჯი გადაიდგა ამ გზაზე და რა დღეში ხართ, რა მდგომარეობაში ჩავარდით და დარწმუნებული ვარ, როდესაც უფრო კონკრეტული გახდება ეს საუბარი, შეიძლება ტანკი ითხოვოთ თქვენი პატრონებისგან და დაუპირისპირდეთ ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას - კახა კალაძე

ვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაცია, – ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე მედიისა და ოპოზიციის გამოხმაურებას.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის განცხადებაში არ ყოფილა საუბარი ოკუპანტების მისამართით ბოდიშის მოხდაზე. კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დღეს ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, გადაიდგას ნაბიჯები საქართველოს გაერთიანებისკენ.

„ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, რასაც თქვენ ქადაგებთ და ახორციელებთ, უკვე მესამე დღეა. სწორედ ამას ჰქვია პოლიტიკური სპეკულაცია, კონტექსტიდან ამოგლეჯილი. ეს არის სამარცხვინო, რასაც თქვენ კადრულობთ. მაჩვენეთ ერთი კონკრეტული წინადადება, სადაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ჩვენ ოკუპანტებს მოვუხდით ბოდიშს. ეს არის სპეკულაციები, ტყუილი, მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელიც მუშაობს და დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ ქვეყანა გაამთლიანოს. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ყველა ღირსეული ადამიანისთვის, ვისაც უყვარს სამშობლო, არის ნომერ პირველი პრიორიტეტი და ყველაფერს გავაკეთებთ ამ გზაზე, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები“, – აღნიშნა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას.

კახა კალაძის განცხადებით, სამარცხვინოა იმ მოღალატე პოლიტიკოსების ქმედებები, რომლებმაც 2008 წელს ქვეყანას ვერ აარიდეს ომი, ხოლო დღეს დაღუპული გმირების სახელით სპეკულირებენ.

„დაღუპული გმირებით სპეკულირებენ, არცერთი დაღუპული ჩვენი გმირი არ იქნებოდა, რომ არა მათი ბინძური პოლიტიკა, მათი მოღალატეობრივი ქმედებები, რაც 2008 წელს აკადრეს ქვეყანას და ქართველ ხალხს; გარედან მოცემული დავალება შეასრულეს, ამით დააკარგვინეს ქვეყანას ტერიტორიები, ამით დავკარგეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ათი ათასობით ადამიანი აქციეს დევნილად. ეს იყო მათი მოღალატეობრივი პოლიტიკა, რისთვისაც, გარწმუნებთ და გაძლევთ პირობას, მოუწევთ პასუხის გაცემა აუცილებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობისთვის.

„ჩამოთვლილია, რატომ არის მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო უმრავლესობა და ერთ-ერთი მათგანი არის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული. ჩვენ ვთქვით, რომ როდესაც დადგება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, ზუსტად ეს რადიკალური დაჯგუფება, რომელიც ოპოზიციის სახით გვევლინება, იმართება გარედან და ჰყავთ ერთი პატრონი, ყველაფერს გააკეთებს და შეეწინააღმდეგება ამ პროცესებს. ჯერ ნახეთ, ერთი პატარა ნაბიჯი გადაიდგა ამ გზაზე და რა დღეში ხართ, რა მდგომარეობაში ჩავარდით და დარწმუნებული ვარ, როდესაც უფრო კონკრეტული გახდება ეს საუბარი, შეიძლება ტანკი ითხოვოთ თქვენი პატრონებისგან და დაუპირისპირდეთ ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას, ტერიტორიული მთლიანობა რომ აღდგეს. ეს ხართ თქვენ, სამწუხაროდ. შემდგარი ფაქტია ის, რომ რუსეთი ოკუპანტია, ტერიტორიები ოკუპირებულია, მაგრამ ყველაზე მძიმე არის ის, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომელმაც იმოქმედა მოღალატეობრივად, გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელმაც დაღუპა ქვეყანა, დაკარგა ტერიტორიები, უამრავი ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, გმირი ჯარისკაცი დაიღუპა. ეს არის იმ მოღალატეობრივი ქმედებების ბრალი, რაც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა. ამას სჭირდება გამოძიება და სჭირდება პასუხები, რომ გასამართლდეს ყველა ის ადამიანი, ვინც მოღალატეობრივი ქმედებები ჩაიდინა. დამნაშავე არის პირველ რიგში, მოღალატე, სისხლიანი რეჟიმი, რომლის ხელმძღვანელი იყო მიხეილ სააკაშვილი და მისი ბანდის წევრები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პლატფორმა აგროვებს ყველა ამ ადამიანის მონაცემს და გააკეთებს ყველაფერს, რომ უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს ჩვენი მოკავშირეების მხრიდან დაუწესდეთ სანქციები -„წინააღმდეგობის პლატფორმა“

29 აპრილი, 2025 , 19:09

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შექმნილი „წინააღმდეგობის პლატფორმა“ რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დ

ჩვენ ყველაზე მომზადებული ვიქნებით და ღირსეულად, ჩვენი ტრადიციებით, კულტურით და კეთილდღეობით, ჩვენი იდენტობით ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით - ლევან მაჭავარიანი

29 აპრილი, 2025 , 17:14

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“  და მასთან დაკავშირებული გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლო 13 წლის

მივმართავ თეა წულუკიანს: მესმის, რომ თქვენ დამარცხდით მურუსიძესთან, ახლა გაქვთ შანსი არ დამარცხდეთ მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთ სისხლიან ჯალათ „ხარებასთან“ - ლევან გოგიჩაიშვილი

29 აპრილი, 2025 , 16:19

გიორგი გახარიას გუნდი თეა წულუკიანს მოუწოდებს, დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოკითხვაზე დაიბაროს  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება". ამის შესახებ ლევან გოგიჩაიშ

„ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის დავალებით გადაწყვიტა მოეწყო მორიგი ტერორის დღე - სალომე სამადაშვილი

29 აპრილი, 2025 , 15:04

ვაშინგტონში გამართული შეხვედრიდან 2 დღეში, „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის დავალებით გადაწყვიტა, მოეწყო მორიგი ტერორის დღე, როდესაც დღეს შევარდნენ სოლიდარობის ფონდების დამფუძნებლების სახლებში, - ამის შესახებ &bdqu

მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

29 აპრილი, 2025 , 14:37

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ. შეგახსენებთ, მერაბ ტურავას უფლებამო

2007 წლის 21 აგვისტოს მირეკავენ, რომ მწერალთა კავშირის შენობა გატეხეს, შენობაში როცა მივედი, გალაკტიონის სურათი ეგდო კიბეზე და ღვთისმშობელის ხატი, ფეხებით გადადიოდნენ - მაყვალა გონაშვილი

29 აპრილი, 2025 , 12:06

2007 წლის 21 აგვისტოს მირეკავენ, რომ მწერალთა კავშირის შენობა გატეხეს, გალაკტიონის სურათი ეგდო კიბეზე და ღვთისმშობელის ხატი, ზედ ფეხებით გადიოდნენ, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი