უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 ივლისი, 2017 14:35
font-size

ერთი რამ რაც ნათელია NDI-ის კვლევიდან - იქნება მეორე ტური - ალექსანდრე ელისაშვილი

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი NDI-ის კვლევას გამოეხმაურა, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატების რეიტინგს ასახავდა.

ელისაშვილმა გამოკითხულთა ხმების 19% მიიღო. მისი შეფასებით, ოპოზიციონერი კანდიდატების მიერ მიღებული პროცენტები ჯამში მეტია მმართველი გუნდის კანდიდატის შედეგებზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თბილისის მერის არჩევნებზე მეორე ტური დაინიშნება.

ელისაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ კანდიდატის კახა კალაძის 30%-იანი მხარდაჭერა იმაზე მიანიშნებს, რომ მმართველი გუნდი ხალხს დაშორდა.

„რას ნიშნავს ამ კვლევის შედეგები - 1. კვლევა ჩატარდა მაშინ, როდესაც მხოლოდ ჩემი კამპანია არ იყო დაწყებული, რადგან ოფიციალურად კანდიდატურაც არ მქონდა გაცხადებული - შესაბამისად მე-2 ადგილი არ არის ცუდი დასაწყისი 2. ეს შედეგი, ბუნებრივია, არ არის საკმარისი და მე არჩევნებში მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ვირჯები, არამედ იმისათვის, რომ ხალხის დახმარებით გავიმარჯვოთ და თბილისელების პრობლემების მოგვარებას შეუდგეთ. 3. ერთი რამ, რაც ნათელია ამ კვლევიდან - იქნება მეორე ტური. 4. ოპოზიციური ხმები ჯამში გაცილებით მეტია, ვიდრე ხელისუფლების. ეს აჩვენებს, რამდენად დაშორდა ხელისუფლება ხალხს და რამდენად წარმოდგენა არ აქვთ, რა უჭირთ უბრალო თბილისელებს და რა პრობლემებით ცხოვრობენ. სულ რაღაც რამდენიმე წლის თავზე ხალხმა აჩვენა, რომ მათ მობეზრდათ უპატრონოდ მიგდებული ქალაქისა და ქვეყნის ყურება. ახლა მთავარია, რომ თითოეულმა თბილისელმა ბოლომდე ირწმუნოს, რომ ჩვენ შეგვიძლია გარდავტეხოთ და შევცვალოთ ვითარება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ ხალხზე“, - დაწერა ელისაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

NDI-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 30% კახი კალაძეს მისცემდა ხმას, 19% - ალეკო ელისაშვილს, 18% - ზაალ უდუმაშვილს, 5% - ელენე ხოშტარიას.

გამოკითხულთა 12%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, 4%-მა პასუხზე უარი განაცხადა, ასევე 4%-ის თქმით, არც ერთ კანდიდატს არ მისცემდა ხმას.

ელისაშვილის წარდგენა თბილისის მეორიბის კანდიდატად 11 ივლისს მოხდა, ხოლო NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში ჩატარდა.

ანა მებურიშვილი

საქართველო დემოკრატიული და ეკონომიკური ტრანსფორმაციის ბრწყინვალე მაგალითია - მამუკა ბახტაძე

26 სექტემბერი, 2018 , 12:20

საქართველოს მთავრობა იქნება პირველი, ვინც მაღალი ეთიკური სტანდარტების მქონე ბიზნესის ფილოსოფიას დანერგავს, - ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი ამ თემაზე ნიუ-იორკში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ვიზიტის ფარგლებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებაზე ისაუბრეს

26 სექტემბერი, 2018 , 12:20

ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებასა და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრო

დავით ზალკალიანმა ლიბიელ კოლეგასთან ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების საკითხი განიხილა

26 სექტემბერი, 2018 , 11:00

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ლიბიელ კოლეგას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყები

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

25 სექტემბერი, 2018 , 15:45

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს შეხვდა, რომელმაც ქვეყანაში დიპლომატიური საქმიანობა მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ივანე მაჭავარიანმა სტუ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა SICA-ს გენერალურ მდივანთან

25 სექტემბერი, 2018 , 15:45

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემის (SICA) გენერალურ მდივანთან ვინისიო სერესო ანევალოსთან. მხარეებმა გა

საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში სუამი-იაპონიის მინისტერიალი გაიმართა

25 სექტემბერი, 2018 , 15:45

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში ნიუ-იორკში საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გაიმართა სუამი-იაპონიის მინისტერიალი. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო, აზერ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`