უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

9 იანვარი, 2018 16:10
font-size

ერთი თვის წინ გაუჩინარებული 18 წლის გოგი დოლიძის ოჯახმა გენერალურ პროკურორთან შეხვედრა მოითხოვა

ერთი თვის წინ სოფელ ბობოყვათიდან დაკარგული 18 წლის გოგი დოლიძის ოჯახმა და ახლობლებმა ქობულეთის ცენტრში გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. პროტესტის მონაწილეებმა მოითხოვეს საქმის გადაცემა პროკურატურისთვის და უშუალოდ გენერალურ პროკურორთან შეხვედრა.

„ჩვენ ვითხოვთ გენერალურ პროკურორთან შეხვედრას და ამ საქმის პირად კონტროლზე აყვანას. თუ არ მოხდება ამის დაკმაყოფილება, შემდეგი აქცია იქნება მასშტაბური და უფრო რადიკალური. არ გავჩერდებით მანამდე, სანამ არ იპოვიან გოგის“, -განაცხადა თეონა დოლიძემ, გაუჩინარებული სკოლის მოსწავლის დამ.

უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით, თუ გენერალურ პროკურორთან აუდიენცია ვერ მოხდება, მომდევნო შეკრება აჭარის მთავრობის რეზიდენციასთან გაიმართება.

შეკრებილებს შეხვდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე. მისი თქმით, შესაბამისი ორგანოები აქტიურ საგამოძიებო საქმიანობას აგრძელებენ.

„მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფები მეც და ხელისუფლების წევრებიც საგამოძიებო ორგანოებთან. საგამოძიებო ორგანოები აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აქტიურად აგრძელებენ საგამოძიებო საქმიანობას, მიმდინარეობს ძიება“, -თქვა ანანიძემ.

არასრულწლოვანი სახლიდან 7 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ ის არავის არ უნახავს.

ანა მებურიშვილი

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

ხობის მერიამ 10.8 მილიონიანი ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის კომპანიას მოარგო - TI

26 თებერვალი, 2024 , 15:29

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, ხობის მერიის ტენდერი, რომელშიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია - სააქციო საზოგადოება "არქეოპოლისი" იმარჯვებს, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი