უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

12 ოქტომბერი, 2017 14:30
font-size

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში გარდაბანში ახალი რძის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო - შპს „თელეთის ყველის სახლი“, რომელიც „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ, ქვემო ქართლის გუბერნატორთან გრიგოლ ნემსაძესთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან მამუკა კვარაცხელიასთან ერთად გახსნა.

საწარმოს შექმნა „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებშია დაფინანსებული. ჯამურად განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 366 010 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 146 404 აშშ დოლარია.

კომპანია აწარმოებს სხვადასხვა დასახელების ყველს - მათ შორის დავარგებული ყველის რამდენიმე სახეობას, რისთვისაც კომპანია მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი. საწარმოში დასაქმებულია 20 ადამიანი.

საწარმო შექმნილია სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვით. კომპანია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით გეგმავს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემის - HACCP - ის დანერგვას.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ განხორციელებული „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში დაფინანსდა 165 ახალი და 750-ზე მეტი მოქმედი საწარმო. ქვემო-ქართლის რეგიონში შეიქმნა 20 ახალი და გადაიარაღდა / გაფართოვდა 131 საწარმო.

სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აწარმოე საქართველო - ბიზნესის ფარგლებში ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

24 თებერვალი, 2018 , 09:00

23 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4671 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4669 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში - 0.02 თეთრი შეადგინა. გამყარდა ე

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

23 თებერვალი, 2018 , 17:50

23 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4671 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4669 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში - 0.02 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევ

ანაკლიის ქალაქგეგმარებით კონცეფციას წამყვანი ბრიტანული კომპანია შეიმუშავებს

23 თებერვალი, 2018 , 15:55

„ანაკლია სითიმ“ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია BuroHappold Engineering-ი წარადგინა. 23 თებერვალს “ანაკლიის ქალაქგეგმარებითი კონცეფციის” პროცესი და მისი სამომავლო შედეგები განიხილეს. &

სავალუტო ფონდის პროგნოზით ლარის კურსი უნდა იყოს 2,40 -ის ფარგლებში - მიხეილ დუნდუა

23 თებერვალი, 2018 , 14:55

ეკონომისტ, მიხეილ დუნდუას ინფორმაციით, სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს ეროვნული ვალუტის საშუალო კურსი 2.40 იქნება. როგორც დონდუამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სავალუტო ფონდი მორიგ ანგარიშს აპრილში გამ

ბანკებმა უნდა მოვითმინოთ და საშუალება მივცეთ ბიზნესს განვითარების - მამუკა ხაზარაძე

23 თებერვალი, 2018 , 12:05

ჩვენ, როგორც ძლიერი ინსტიტუტი, რომელიც ბიზნესს უნდა უწყობდეს ხელს, მზად ვართ, ვიდგეთ იმ რიგში, რომელიც სახელმწიფომ დაადგინა, - განაცხადა "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ საფინანსო სექტორ

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

23 თებერვალი, 2018 , 09:00

22 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4669 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4686 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.17 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე