უკან


რეგიონები

20 აპრილი, 2017 12:10
font-size

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში იმერეთის რეგიონში ახალი ხეხილის ბაღი გაშენდა

იმერეთის რეგიონში, ხონის რაიონში გოგიტა ავალიანმა „დანერგე მომავალის“ პროექტის ფარგლებში ახალი ხეხილის ბაღი გააშენა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „დანერგე მომავალის“ პროექტის მენეჯერმა ლევან დოლიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, იმერეთში, ხონის რაიონის სოფელ ივანდიდში პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, გოგიტა ავალიანის ბაღი მოინახულეს.

გოგიტა ავალიანი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო და 3 ჰექტარზე კაკლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 10 219.2 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 6 300 ლარი ნერგებზე, ხოლო 3 919.2 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.

„დანერგე მომავლის“ პროექტის ფარგლებში იმერეთის რეგიონში სულ 164 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები, ხოლო გაცემულმა დაფინანსებამ შეადგინა 730 039 ლარი. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებელი ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 3 267 ჰექტარს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 15 923 234 მილიონ ლარს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ აგროპროექტ „დანერგე მომავლის“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

აგროპროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:

• ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70% -ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;

• სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

საკვანძო სიტყვები:

აჭარაში 10 ტურისტული მარშრუტის მარკირება განხორციელდა

21 სექტემბერი, 2017 , 14:55

აჭარაში ტურისტული მარშრუტების მარკირება მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტო ნიშნულებს ამჟამად, ეროვნულ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებამდე მისასვლელ ცენტრალურ გზებზე ამონტაჟებს. მათ შო

თრუსოს ხეობაში დაკარგულები დახმარებას ითხოვენ

21 სექტემბერი, 2017 , 14:10

თრუსოს ხელობაში დაკარგული საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დახმარებას ითხოვს. ტელეკომპანია, “იბერიის“ ინფორმაციიით, მათ ახლობლებთან კონტაქტზე გასვლა შეძლეს და აცნობეს, რომ ყელიწადის ტბაზე იმყოფებოდნენ, თუმცა გზ

რაჭაში ავარიის დროს სამი ადამიანი დაიღუპა

20 სექტემბერი, 2017 , 14:50

ამბროლაურში, სოფელ ხოტევში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორზე, არჩილ ჯაფარიძეზე დაყრდნობით ავრცელებს. გუბერნატორის

კახეთში რთველი კვლავ აქტიურ ფაზაშია

20 სექტემბერი, 2017 , 11:26

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, რთველი 2017-ის სეზონზე, კახეთის რეგიონის მევენახეების მიერ ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგა

დასახლებული პუნქტის მიმართულებით ცეცხლის გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს - შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

19 სექტემბერი, 2017 , 16:55

დასახლებული პუნქტის მიმართულებით ცეცხლის გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს, - განაცხადა გორიჯვრის ფერდობზე გაჩენილ ხანძარზე კომენტირებისას შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვან

გორიჯვრის ფერდობზე ხანძარია

19 სექტემბერი, 2017 , 16:00

გორში, გორიჯვრის ფერდობზე ხანძარი გაჩნდა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. საგანგებო სიტუაციათა სამსახურში აცხადებენ, რომ რელიეფი საკმაოდ რთულია და საჭიროების შემთხვევაში მოხდება სამაშველო ჯგუფების დ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე