უკან

რეგიონები

15 თებერვალი, 2020 11:55
font-size

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათში რძის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა. ამის შესახებ „მედიანუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო ი/მ ვალერი კახაძემ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შექმნა. საწარმოში ჯამურად 500,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 170,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო დარჩენილი თანხა ბენეფიციარის და საერთაშორისო ორგანიზაცია Mercycorp-ის ინვესტიციაა.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, ქვემო ქართლის რეგიონის რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან ერთად საწარმოს ესტუმრა და საწარმოო პროცესს გაეცნო.

საწარმოში დღეში საშუალოდ 7-8 ტონა რძეს გადაამუშავებენ და ამზადდება სამი სახეობის ყველი: ქარხნული, სულგუნი და იმერული. გადამმუშავებელ საწარმოში 24 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში ამოქმედდა 23 ახალი საწარმო. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

საკვანძო სიტყვები:

კობი-გუდაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა - მაშველები თოვლში მოყოლილ ტურისტს ეძებენ

15 თებერვალი, 2020 , 17:50

კობი-გუდაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა. მაშველები ტურისტ გოგონას ეძებენ, რომელიც, სავარაუდოდ, ზვავის ქვეშ მოყვა. ზვავი დაახლოებით 1 საათის წინ, საძელის ტერიტორიაზე, აკრძალულ ზონაში ჩამოწვა. ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ინ

ზუგდიდის მერიის თანამშრომელმა 70 ლიტრი ავზის მქონე მანქანაში 160 ლიტრი საწვავი ჩაატია

15 თებერვალი, 2020 , 15:20

აუდიტის სამსახურმა 2017-2018 წლის მონაცემების შესწავლის შედეგად, ზუგდიდის მერიაში არსებული დარღვევები გამოავლინა. ზუგდიდის მერიის თანამშრომელმა 70 ლიტრი ავზის მქონე მანქანაში, ერთი ჩასხმით, 160 ლიტრი საწვავი ჩაატია , - ვ

პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის აღსრულებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

15 თებერვალი, 2020 , 12:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს ზვიად შალამბერიძეს, იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებს და ადგილობრივი თვითმმართველობების ზედამხედველობის სამსახურე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ უსახლკაროთათვის აშენებულია სახლები საცხოვრებლად არ გამოიყენება

15 თებერვალი, 2020 , 12:40

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უსახლკაროთათვის და მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები პირებისთვის აშენებული სახლები იმ ოჯახებს გადასცა, რომლებიც მას საცხოვრებლად არ იყენებენ. ამის შესახებ ინფორმაცია აუდიტის სამსახურმა გაავრცელა

საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალებმა ბორჯომსა და მარნეულში მუშაობა დაიწყო

15 თებერვალი, 2020 , 11:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალები ამჯერად ბორჯომსა და მარნეულში განთავსდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ შსს-დან აცნობეს. თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს

14 თებერვალი, 2020 , 12:20

საავტომობილო გზებზე არსებული ვითარებაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს. მთელი საქართველოს მასშტაბით და განსაკუთრებით მაღალმთიან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`