უკან

საზოგადოება

10 აპრილი, 2020 11:28
font-size

`ერთიანი საქართველო` მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან შეღავათების დაწესებას მოითხოვს

"ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრი თამარ ზურაშვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოქალაქეებისათვის სასესხო დავალიანების დაუყოვნებლივ დაფარვის მოთხოვნის შემთხვევებს ეხმიანება და აცხადებს, რომ სასურველია, ამ ორგანიზაციებმა გაითვალისწინონ ქვეყანაში შექმნილი ვითარება და მოქალააქეებს შეღავათი გაუწიონ.

როგორც ზურაშვილმა აღნიშნა, შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, ისინი მსესხებლებისაგან დავალიანების დაუყოვნებლივ დაფარვას მოითხოვენ.

,,იმის გამო, რომ ქვეყანაში პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილი დარჩა სამსახურისა და, შესაბამისად, შემოსავლის გარეშე, საბანკო დაწესებულებებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილმა მომხმარებლებს დაუწესა საშეღავათო პერიოდი სესხების გადახდაზე. თუმცა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილი არ ითვალისწინებს ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ ფონს და მსესხებლებისაგან მოითხოვს დავალიანების დაუყოვნებლივ დაფარვას.

უფრო მეტიც, მას შემდეგ რაც საერთო სასამართლოებში საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისით სარგებლობა გახდა უფასო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილმა სასამართლოში ბევრად მეტი სარჩელი წარადგინა, ვიდრე ჩვეულებისამებრ.

ცხადია, გვესმის, რომ კანონის უზენაესობიდან, აგრეთვე სამოქალაქო ბრუნვისა და სამართლებრივი ურთიერთობის სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე, სასესხო ვალდებულებები უნდა შესრულდეს დროულად, ჯეროვნად და კეთილსინდისერად, თუმცა ქვეყანაში შექმნილი ფორსმაჟორული ვითარებიდან გამომდინარე, სასურველია მიკროსაფინასო ორგანიზაციებმა გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს უარესად არ დაუმძიმონ ყოფა”, - განაცხადა თამარ ზურაშვილმა.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამო, მთელ რიგ დაწესებულებებში შეიცვალა საქმის წარმოებათა წესები, ვადები და პროცედურები და ეს ფაქტი მისასალმებელია, ამიტომ სასურველია, ხელისუფლებამ სასწრაფოდ დაიწყოს კონსულტაციები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთანაც, რათა მათ მიერ დაწესდეს გარკვეული შეღავათები მოქალაქეებისთვის.

,,ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, გასულ წელს წინასაარჩევნოდ როგორ გაუნულდა ათასობით ადამიანს სასესხო დავალიანებები. ახლა გაცილებით რთულ ვითარებაში იმყოფებიან მოქალაქეები. ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხელისუფლებისა და საფინანსო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით ახლაც სასწრაფოდ გადაიჭრას ეს საკითხიც,“ - აცხადებს თამარ ზურაშვილი, რომლის კომენტარსაც პარტია „ერთიანი საქართველო“ ავრცელებს.

საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა

29 მაისი, 2020 , 11:14

საქართველოში ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. მათ შორის მუშაობს თბილისის მეტროც. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დადგენილი წესებით იმუშავებს. ტრანსპორტში სა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ყველა სახის სერვისს აახლებს

29 მაისი, 2020 , 10:57

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, 1 ივნისიდან, საქართველოს მასშტაბით, ჩOVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განახლდება და მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

29 მაისი, 2020 , 10:46

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 746 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე სტოპცოვ.გე-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

ეროვნული ბანკი ინოვაციური ფინანსური პროდუქტების ტესტირებისთვის რეგულირების ლაბორატორიას ქმნის

28 მაისი, 2020 , 17:07

ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ფინანსური პროდუქტების ხელმისაწვდომობისა და მოხერხებულობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.  საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია ახალი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მხარდა

საქართველოს მთავრობა 5 წლის განმავლობაში დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის 4 პროცენტს ყველა იმ კონტრაქტის, რომელიც დაიდება წლის ბოლომდე - გიორგი გახარია

28 მაისი, 2020 , 13:50

რა თქმა უნდა, ჩვენ მივმართეთ ძალისხმევა სამშენებლო სექტორის მიმართ და ის პროგრამა, რომლის პრეზენტაციასაც დღეს იქნება, არის აბსოლუტურად რეალისტური და კონკრეტული. ჩამოვთვლი მხოლოდ რამდენიმე პუნქტს ამ პროგრამიდან: საქართველ

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და ბონის უნივერსიტეტის პროფესორ შორის პოსტკრიზისულ პერიოდში საზოგადოების განვითარების შესახებ ონლაინ საუბარი შედგა

28 მაისი, 2020 , 12:45

„კოვიდ 19 და ამ რესპირატორული ვირუსით გამოწვეული დაავადება მუდმივად დარჩება ჩვენთან, ჩვენ მას ვერასოდეს გავაქრობთ”, - ამის შესახებ ბონის უნივერსიტეტის შემეცნების თეორიის, ახალი დროისა და თანამედროვე ფილოსოფიი