უკან
უახლესი ამბები
არქივი
მსოფლიო
27 ოქტომბერი, 2020 11:00
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 43 მილიონზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული
პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 43 მილიონზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული. ვირუსის შედეგად გამოწვეულ დაავადებას მილიონ 152 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში გლობალურად ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველ 24 საათში საშუალოდ 400 ათასით იმატებს.
ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აშშ-ში, ინდოეთში, ბრაზილიაში, რუსეთში, საფრანგეთში, არგენტინაში, ესპანეთში, კოლუმბიაში, მექსიკაში, დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაშია.