უკან
პოლიტიკა
29 ივნისი, 2016 18:40
ერთი და ორი სახელმწიფო ამ უბედურებასთან ეფექტურ ბრძოლას ვერ შეძლებს - თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ტერორიზმთან საბრძოლველად საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანებაა საჭირო.
,,ყოველი ახალი ტერორისტული აქტი გვარწმუნებს იმაში, რომ ერთი და ორი სახელმწიფო ამ ძალიან დიდ თანამედროვე უბედურებასთან ეფექტურ ბრძოლას ვერ შეძლებს. ამიტომ, მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობა, ძალოვანი სტრუქტურები უნდა აღიჭურვონ კარგი კანონებით, შესაბამისი ინსტრუმენტებით და მექანიზმებით, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს უბედურება ერთად დავამარცხოთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.