უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

13 მარტი, 2017 12:25
font-size

ერთხელ უკვე მამა გიორგიმ ყველა კითხვაზე გასცა ამომწურავი პასუხი - მიხეილ რამიშვილი

მამა გიორგი მამალაძე მზად არის ყველა კითხვას ამომწურავად გასცეს პასუხი, - განუცხადა ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხეში შესვლამდე დაკავებული დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატის მტკიცებით, დეკანოზს ციანიდი საერთოდ არ შეუძენია.

„დასვან რამდენი კითხვაც უნდათ, მაგრამ ერთხელ უკვე მამა გიორგიმ ყველა კითხვაზე გასცა ამომწურავი პასუხი. დანარჩენი საზოგადოებრივი, ცხოვრებისეული თუ ექნებათ, დასვან და ვისაუბრებთ“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

რაც შეეხება დეკანოზის სახლის ჩხრეკისას ამოღებულ იარაღს, ადვოკატის ინფორმაციით, საქმის მოწმე ირაკლი მამალაძე თავისი მეგობრების მოწმედ დაყენებას აპირებს, რომ იარაღი მისი არ არის, რასაც დაკავებული დეკანოზი ამტკიცებს.

თავის მხრივ, როგორც ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ აღნიშნა, პირველი ჩვენება 33-გვერდიანი იყო და გაუგებარია, დამატებით რა შეკითხვები შეიძლება ჰქონდეს გამოძიებას.

„რაც მის საქმესთან შემხებლობაში იქნება, გასცემს პასუხებს. პროკურატურის ამოცანა თუ ის იქნება, რომ 90-იან წლებში ჩადენილი დანაშაულები მამა გიორგის დახმარებით გახსნან, ის ფიზიკურად ვერ უპასუხებს“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ნინო ექვთიმიშვილი

ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების ნარკოტიკებია ამოღებული

16 ივლისი, 2020 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1994 წელს დაბადებული ი.ხ. და 1996 წელს დაბადებული გ.დ. თბილის

არ ჩანს პოლიციის დაინტერესება, გამოძიოს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის წინააღმდეგ საქმე, რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილება ყალბი დოკუმენტების საფუძველზე მიაღებია - „ახალგაზრდა ადვოკატები“

15 ივლისი, 2020 , 15:46

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ბავშვთა საერთაშორისო გატაცების საქმეზე გადაწყვეტილება ყალბი დოკუმენტების საქმეზე მიიღო, რაც უპრეცედენტო მნიშვნელობის ფაქტია, მაგრამ მართლმსაჯულებისა და დანაშაულის

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

15 ივლისი, 2020 , 13:40

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებაში და

ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს

15 ივლისი, 2020 , 11:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და ბათუმში,

პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში სახალხო დამცველთან ითანამშრომლოს

14 ივლისი, 2020 , 14:44

საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, ნებისმიერ ეტაპზე ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურის წარმომად

„ქურდული სამყაროს“ წევრები დააკავეს, რომლებიც „ოკრიბას“ ტერიტორიაზე მძღოლებს ყოველთვიურად თანხას სძალავდნენ

14 ივლისი, 2020 , 14:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამი პირი: 1971 წელს დაბადებული მ.რ., 1968 წელს დაბადებული ლ.ა და 1973 წელს დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე