უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 სექტემბერი, 2019 16:05
font-size

ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, აღვადგინოთ ნდობის ხიდები - ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ბროკ ბირმანს შეხვდა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას. ასევე, გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის გამოწვევებს, რომელთაც მათ ოკუპაცია უქმნის. მათ შორის, გადაადგილების შეზღუდვით გამოწვეულ პრობლემებს. სახელმწიფო მინისტრის თქმით, მოსახლეობის მხარდასაჭერად, საქართველოს ხელისუფლება, პარტნიორებთან ერთად, ყველაფერს აკეთებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. განვითარების სააგენტო წლების განმავლობაში ეხმარება საქართველოს სახელმწიფოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებასა და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერაში. დღეს ვისაუბრეთ ჩვენს ძალიან მჭიდრო პარტნიორობაზე სწორედ კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით და გეგმებზე, რომლებიც მათთან გვაქვს. კერძოდ, იმ ადამიანების დახმარების თვალსაზრისით, რომლებიც კონფლიქტით ყველაზე მეტად ზარალდებიან. ესენი არიან გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანები, რომლებიც ოკუპაციას უმკლავდებიან. ასევე, ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში იმ მზარდი ინტერესის საპასუხოდ, რომელიც ორივე ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მხრიდან ფიქსირდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორებისა და ყველა ამ ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, მავთულხლართების მიუხედავად, აღვადგინოთ ნდობის ხიდები და რაც მთავარია, წავახალისოთ თანამშრომლობა საერთო ინტერესების გარშემო“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

საქართველო არის ახალი შესაძლებლობების ქვეყანა, ადგილი, რომელსაც შეუძლია შესთავაზოს ის, რასაც ვერ შესთავაზებენ სხვაგან - გიორგი გახარია

25 სექტემბერი, 2020 , 19:34

საქართველო არის ახალი შესაძლებლობების ქვეყანა, ადგილი, რომელსაც შეუძლია შესთავაზოს ის, რასაც ვერ შესთავაზებენ სხვაგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე

საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების 20% - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ - გიორგი გახარია

25 სექტემბერი, 2020 , 19:23

დღესაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, რუსეთის ფედერაცია არ წყვეტს უკანონო ბორდერიზაციას, პროვოკაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე; ინტენსიურად არის გამოყენებული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები, მათ შ

მთავრობამ ვერც ლარს მოუარა და ვერც პანდემია აიცილა თავიდან, ლარიც გაექცა და ვირუსიც - რომან გოცირიძე

25 სექტემბერი, 2020 , 17:05

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ეკონომიკასთან მიმართებით ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს და მთავრობას მოუწოდებს, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამოსასვლე

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის თავდაცვის მინისტრი იმყოფება

25 სექტემბერი, 2020 , 15:30

ირაკლი ღარიბაშვილმა და ტიბორ ბენკომ საქართველოსა და უნგრეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები უწყებაში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს. უნგრეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზ

გიორგი გახარია უნგრეთის თავდაცვის მინისტრ ტიბორ ბენკოს შეხვდა

25 სექტემბერი, 2020 , 15:10

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უნგრეთის თავდაცვის მინისტრ ტიბორ ბენკოს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის სხვადასხვა სფეროში მიმდინარე საკითხები გ

დავით ზალკალიანმა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფრანსუა ფილიპშამპანთან სატელეფონო საუბარი გამართა

25 სექტემბერი, 2020 , 12:05

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფრანსუა ფილიპშამპანთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. „სატელეფონო საუბრისა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.