უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 თებერვალი, 2017 18:15
font-size

ერთობლივი გამოძიება უნდა შედგეს სახელმწიფოსი და ეკლესიისა და ხალხს უნდა მივცეთ პასუხი - პატრიარქი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს პრეზიდენტთან და წმინდა სინოდის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ შექმნილი ვითარების მსგავსი, საქართველოს ეკლესიას არ ახსოვს და რომ ამ პრობლემის მოგვარებაში ხელისუფლებამაც აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს.

"ეს ორი კვირა ძალიან რთული იყო ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და იძულებული ვიყავი წავსულიყავი გერმანიაში და იქ მემკურნალა. გააკეთეს ძალიან რთული ოპერაცია. აი, ამ დროს შეიქმნა რაღაც უცნაური სიტუაცია, რომელიც ისტორიას არ ახსოვს, საქართველოს ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ასეთი შემთხვევა. ეს არის არა მარტო ეკლესიის პრობლემა, არამედ ერის პრობლემა და სახელმწიფოს პრობლემა, ამიტომ ჩვენი ხელისუფლება აქტიურად უნდა ჩაერთოს ამაში და ვფიქრობ, რომ თქვენ გრძნობთ ამის მნიშვნელობას", -განაცხადა პატრიარქმა.

ილია მეორის თქმით, სახელმწიფომ და ეკლესიამ ერთობლივი გამოძიება უნდა ჩაატაროს და საზოგადოების კითხვებს პასუხი გაეცეს.

"უკვე მოდის გამოძახილი უცხოეთიდან, კითხულობენ რა ხდება საქართველოში. ჩვენ არა გვაქვს გარკვეული პოზიცია, გარკვეული გამოძიება და ამიტომ თქვენ უნდა დაგვეხმაროთ. ერთობლივი გამოძიება უნდა შედგეს სახელმწიფოსი და ეკლესიისა და ხალხს უნდა მივცეთ პასუხი. ხალხი ღელავს.
ვფიქრობ, რომ ყველაფერი დამშვიდდება და კარგად იქნება, მაგრამ ყოველ მოვლენას თავისი სახელი უნდა დაერქვას და ხალხი უნდა დაკმაყოფილდეს და დამშვიდდეს" , - თქვა პატრიარქმა.

ნინო ექვთიმიშვილი


მიკროავტობუსების საკითხი გასაკონტროლებელია - ამირან გამყრელიძე

30 მაისი, 2020 , 16:34

"მოვუწოდებ ყველას, რომ პანიკას ნუ მიეცემიან, მაგრამ საჭირო და აუცილებელია ყველა წესის გათვალისწინება. ამუშავდა მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი - საზოგადოებრივი ტრანსპორტი,” - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ე

„პროფესიული განათლება ბიზნესისთვის კოვიდ-19-ის შემდეგ” - ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა გაიმართა

30 მაისი, 2020 , 16:15

ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტაშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა „პროფეს

მთავრობამ სპორტსმენებისთვის დროებითი პროტოკოლი შეიმუშავა

30 მაისი, 2020 , 15:41

პროფესიული სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ახალი კლასტერი არის საბურთალოზე და მისი კვლევა მიმდინარეობს - ამირან გამყრელიძე

30 მაისი, 2020 , 15:00

გიდასტურებთ, რომ ეს კლასტერი გახლავთ საბურთალოზე და გიდასტურებთ იმას, რომ მიმდინარეობს ამ კლასტერის, როგორც ინფიცირებულის ყველა კონტაქტის კვლევა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა,

ნავთლუღის საცალო აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება განაახლა

30 მაისი, 2020 , 14:47

დედაქლაქის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ უძველეს ბაზარში, ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობითა და ისნის რაიონის გამგეობის ჩართულობით, მასშტაბური სარ

თურქეთში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

30 მაისი, 2020 , 13:30

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს საგარეო უწყებაში. "ვადასტურებთ რომ გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე. ცხედარს უტარდება ექსპე