უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

2 დეკემბერი, 2017 14:25
font-size

ერთსქესიან პირთა ქორწინებას არ ვაღიარებთ - რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის განცხადებით, ის კატეგორიულად არ აღიარებს ერთსქესიან პირთა ქორწინებასა და მათ შორის სხვა ფორმის კავშირებს. ამაზე წერია დოკუმენტში „საეკლესიო ქორწინების კანონიკური ასპექტების შესახებ, რომელიც გუშინ მიიღეს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სამღვდელმთავროთა კრებაზე.

„ეკლესია კატეგორიულად არ აღიარებს ქორწინებად ერთი სქესის პირთა კავშირებს, მიუხედავად იმისა, აღიარებულია თუ არა სამოქალაქო კანონმდებლობაში, ისევე როგორც თანაცხოვრების სხვა ფორმებს, რომლებიც არ შეესაბამება ქორწინების არსებულ განსაზღვრებას - ქალისა და მამაკაცის კავშირს“,- წერია დოკუმენტში.

ეკლესიური ქორწინებაში ვერ შევლენ ტრანსგენდერი ადამიანები.

ქორწინების დაკანონება ასევე აკრძალულია იმ დროს, როცა ის ეწინააღმდეგება ეკლესიის კანონიკურ ნორმებს, მაგალითად, თუკი ეს ეხება ახლო ნათესავებს შორის, დედობილ-მამობილსა და შვილობილს შორის, ნათლიებსა და ნათლულებს შორის კავშირებს.

განქორწინებისთვის საკმარისია შემდეგი არგუმენტები: მრუშობა, ქრონიკული ალკოჰოლიზმი და ნარკომანია, ერთ-ერთი მეუღლის ახალ ქორწინებაში შესვლა.

განჯაში საცხოვრებელ სახლში მომხდარ აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა

20 ნოემბერი, 2018 , 16:50

აზერბაიჯანში, ქალაქ განჯაში 4-სართულიან საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ნანგრევებიდან გამოყვანილი ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, ის საავადმყოფოში იმყოფება. საგანგებო სიტუაციათა მინის

ფინანსური კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით Nissan-ის ხელმძღვანელი დააკავეს

19 ნოემბერი, 2018 , 16:25

იაპონიაში ფინანსური კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით Nissan-ის ხელმძღვანელი კარლოს გონი დააკავეს. კარლოს გონს შემოსავლების მიზანმიმართულად არასწორ წარდგენას ედავებიან. კომპანიაში ჩატარებული შიდა შემოწმების შედეგად გამო

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრის პოსტი შეითავსა

19 ნოემბერი, 2018 , 11:20

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამთავრობო კოალიციის შიგნით არსებული წინააღმდეგობის მიუხედავად თავდაცვის მინისტრის პოსტი შეითავსა. გარდა ამისა, ის  ვადამდელი არჩევნების წინააღმდეგ გამოვიდა. ნეთანიაჰუს

საფრანგეთში საწვავის ფასების ზრდის საწინააღმდეგო აქციაზე ერთი ადამიანი დაიღუპა

17 ნოემბერი, 2018 , 16:55

საფრანგეთში საწვავის ფასების ზრდის საწინააღმდეგო აქციაზე ერთი ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი სავოიას სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა. მძღოლს თავისი ქალიშვილი საავადმყოფოში მიჰყავდა, როცა 50-მა დემონსტანტმა მას გზა გადაუკეტ

CIA-მ დაასკვნა, რომ ჟურნალისტი ჯამალ ჰაშოგი საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის დავალებით მოკლეს

17 ნოემბერი, 2018 , 13:00

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტომ (CIA) დაასკვნა, რომ სწორედ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მუხამედ ბინ სალმანმა ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის მკვლელობის ბრძანება გასცა. ამის შესახებ წყარომ The Washington Post-ს აუწყა.

არგენტინაში ერთი წლის წინ გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავს მიაგნეს

17 ნოემბერი, 2018 , 13:00

არგენტინაში ერთი წლის წინ გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავ „სან-ხუანს“ ატლანტის ოკეანეს ფსკერზე მიაგნეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, „სან-ხუანი“დისტანციური მართვის აპარატის საშუალებით, 800 მეტრის სი

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`