პოლიტიკა


ეს არ არის უბრალო ბოდიში, ეს არის საქართველოს დადანაშაულება და რუსეთის გამართლება, ეს ეხება არა მარტო 2008 წლის ომს, არამედ ყველა კონფლიქტს საქართველოში - კახა ოქრიაშვილი
ივანიშვილის ბოდიშებმა საქართველოს გმირები საფლავებში ამოატრიალა, სამაგიეროდ, აღფრთოვანდნენ რუსეთის პროპაგანდისტები, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი საუბრობს.
ოქრიაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილის განცხადება, ყველა კონფლიქტში, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის ყოფილა, პირდაპირ საქართველოს დადანაშაულება და რუსეთის გამართლებაა.
ამასთან, დეპუტატი იმ გეგმაზე საუბრობს, რომელიც ქართველ ხალხს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად აქვს.
“მეფე ერეკლე, ვახტანგ გორგასალი, გიორგი ანწუხელიძე და საქართველოსთვის თავდადებული სხვა მრავალი გმირი საფლავში ამოატრიალა ივანიშვილის ბოდიშებმა. სამაგიეროდ, რუსეთის პროპაგანდისტები, სიმონიანის თამადობით, აღფრთოვანებულები დარჩნენ, „ოცნების“ სახეები კი გამოცვივდნენ და გვიმტკიცებენ, რომ ბოდიშების ხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაა.
ეს არ არის უბრალო ბოდიში, ეს არის საქართველოს დადანაშაულება და რუსეთის გამართლება. ეს ეხება არა მარტო 2008 წლის ომს, არამედ ყველა კონფლიქტს საქართველოში, დაწყებული 1990-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირებიდან, როცა აგენტმა კიტოვანმა რუსეთის დახმარებით კანონიერი ხელისუფლება და პირველი პრეზიდენტი დაამხო, გაგრძელებული ცხინვალისა და აფხაზეთის კონფლიქტით და ოკუპაციით, რაც დღემდე გრძელდება. და აი, ამ ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
ქართველ ხალხს გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გეგმა, რომელიც რამდენიმე პუნქტისგან შედგება: 1. სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა და სწორი გეოპოლიტიკური მომენტისთვის მზადება. 2. ამ სწორ მომენტეში საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე კონტროლის აღდგენა. 3. შერიგება. 4. გაპარტახებული სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ხელახალი აშენება და წალკოტად ქცევა“, - ამბობს ოქრიაშვილი.
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ პაატა დავითაია, მიხეილ ქარელი, გრიგოლ ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, თამაზ ბესტაევი და ზურაბ ნოღაიდელი დაიბარა
25 მარტი, 2025 , 20:22
რეჟიმი ცდილობს, პოლიტიკური დევნით, რეპრესიებით, ცრუ ბრალდებებითა და აბსურდული კომისიებით გადაფაროს საკუთარი მარცხი - გიორგი ვაშაძე
25 მარტი, 2025 , 18:29
დროებითი საგამოძიებო კომისია არის პოლიტიკური სპეკულაცია და ხელოვნურად დადგმული ფარსი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“
25 მარტი, 2025 , 17:34
რუსული კოშმარი, რომელიც ისტორიის ნაწილი გვეგონა ჩვენი დამოუკიდებლობის შემდეგ, ბრუნდება, რომ გვდევნოს 21-ე საუკუნეში - სალომე ზურაბიშვილი
25 მარტი, 2025 , 14:52
პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნება
25 მარტი, 2025 , 12:34
გერმანიამ დღეს ქართველ მაღალჩინოსნებს, რომლებიც საპროტესტო აქციების ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები, ქვეყანაში შესვლის შესახებ დამატებითი აკრძალვები დაუწესა - გერმანიის საგარეო უწყება
25 მარტი, 2025 , 08:54