უკან

პოლიტიკა

9 აგვისტო, 2018 16:40
font-size

ეს არაა ჩემი მიდგომა, რომ მას შემდეგ, რაც ჩემ მიერ წარდგენილი ადამიანი გადადგება, მას რამდენიმე საათში უკან დავაწიო ქვა - თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, შეაფასოს, რამდენად სწორი იყო მისი გადაწყვეტილება პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძის წარდგენის შესახებ.

„საქართველოს პრეზიდენტისა და მისი თანამშრომლებისგან განსხვავებით, მე არ მჩვევია, როდესაც ფართო კონსულტაციების შედეგად, ყველასთან შეთანხმებით დავდგები მედიის წინაშე, განვაცხადებ – წარმოგიდგენთ კანდიდატურას და როდესაც ეს ადამიანი შემდეგ გადადგება, მას რამდენიმე საათში უკან დავაწიო ქვა. ეს არ არის ჩემი მიდგომა. ჩემი მიდგომა არის სხვანაირი და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მის თანამშრომლებს, რომლებმაც რამდენიმე წლის წინ პარლამენტს შესთავაზეს ნინო გვენეტაძის კანდიდატურა, შეაფასონ მაშინდელი გადაწყვეტილება და გვითხრან, საზოგადოებასაც და მეც, იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება სწორი, რატომ იკავებენ თავს შეფასებისგან, რაც იყო დღემდე და რას აპირებენ მომავლში“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა უნდა მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, ნინო გვენეტაძის წარდგენის გადაწყვეტილებას რა ნაკლი ჰქონდა.

„ქალბატონი ნინო, როგორც იცით, ძალიან ბევრ პრობლემას იყო შეჭიდებული და საქართველოს პრეზიდენტი, ალბათ იყო საქმის კურსში, თუ რა გამოწვევები ჰქონდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მუშაობის დროს. მე უპირველეს ყოვლისა, ველოდებოდი და დღემდე ველოდები პრეზიდენტის შეფასებას, თუ როგორ აფასებს ის, მის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, მის გადაწყვეტილებას, იმ კონსულტაციებს, რომელიც თავის დროზე გამართა, ჰქონდა თუ არ ამ კონსულტაციებს ნაკლი, იყო თუ არა ისეთი ვინმე, ან ინსტიტუტი, ან ადამიანი, რომელიც მაში არ იყო კონსულტაციებში ჩართული და ასე შემდეგ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“

25 აპრილი, 2024 , 11:11

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობისა და ქრისტიანების გარეშე. ჩვენ არ გვინდა ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, ხოლო სქესობრივ ცხოვრებას არავითარი მორალური ზღვარი არა აქვს. ჩვენ გვინდა ევროპა, რომელმაც იცის საკუთარი სუვერენიტე

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი