უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 თებერვალი, 2017 16:55
font-size

ეს არის ადამიანების ბოროტი ფანტაზია, რომლებსაც უნდათ ეს დაძაბულობა - მამა დავით შარაშენიძე

არანაირი ჩხრეკა. მსგავსი სამართლებრივი მოქმედება საპატრიარქოში არ ჩატარებულა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, მამა დავით შარაშენიძემ.

”მე მქონდა გასაუბრება მისი უწმინდესობის დაცვის უფროსთან, ზურაბ ბუჩუკურთან, ასევე დაცვის სხვა წევრებთან და არც ერთმა მათგანმა ეს არ დაადასტურა”, - განაცხადა მამა დავით შარაშენიძემ.

მისივე თქმით, საპატრიარქოს დაცვა ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამიტომ მათ იარაღის ტარების უფლება აქვთ, ხოლო ჩხრეკაზე და იარაღის აღმოჩენაზე გავრცელებული ინფორმაცია აბსურდულია.

”რა თქმა უნდა, ისინი არიან იარაღით აღჭურვილები. ის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი. მათ აქვთ იარაღის ტარების უფლება. ჩხრეკასთან და იარაღის არსენალთან დაკავშირებით ინფორმაცია არის სრული აბსურდი, რასაც სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ემსახურება კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას და გაუგებრობის შეტანას საზოგადოებაში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შსს-მაც გააკეთა განცხადება ამის თაობაზე. ეს არის ადამიანების ბოროტი ფანტაზია, რომლებსაც უნდათ ეს დაძაბულობა”, - განაცხადა მამა დავით შარაშენიძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

6 და 7 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოთოვს

5 დეკემბერი, 2020 , 15:10

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-7 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ნისლი, მაღალმთიან ზონაში ზოგან ქარბუქი. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალ

სალომე ზურაბიშვილმა ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში გააცილა

5 დეკემბერი, 2020 , 15:10

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში გააცილა. მან სამხედროებს სიტყვით მიმართა. „მოგესალმებით, გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო, რიგითებო. ჩემთვის დიდი პა

შს მინისტრის მოადგილემ სექსუალური შევიწროების საკითხებზე ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

5 დეკემბერი, 2020 , 13:00

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა მონაწილეობა მიიღო ონლაინ კონფერენციაში – „სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების განხორციელება: მიღწეული შედეგები და გამოწვევები&ldq

დღეს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

5 დეკემბერი, 2020 , 13:00

დღეს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 1980 წლის 5 დეკემბერს გაერთიანებული ერების კონფერენციამ ბიზნესის შემზღუდავი პრაქტიკის კონტროლის მრავალმხრივად შეთანხმებული წესები და პრინციპები დაამტკიცა. 2010 წელს 5 დეკემბ

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456. მათ შორის, 6 768 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში

5 დეკემბერი, 2020 , 12:15

მიზნობრივი წერტილოვანი შეზღუდვების ორ თვიანი კონკრეტული გეგმის ფარგლებში, უკვე დაიწყო ინტენსიური ტესტირება, რომელიც სახელმწიფოს მიერ დღეში 20 000 ტესტის ჩატარებას გულისხმობს.  დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში მომხმარებელთა მიერ უკვე 6 084 განაცხადი დარეგისტრირდა

5 დეკემბერი, 2020 , 12:15

დღევანდელი მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მომხმარებელთა მიერ უკვე 6 084  განაცხადი დარეგისტრირდა.   ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.   შე