უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

14 მარტი, 2019 15:00
font-size

ეს არის ანგარიში, რომელშიც წარმოდგენილია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და ოპოზიციური პარტიების შეფასებების კომპილაცია - დავით ზალკალიანი

„ეს არის ანგარიში, რომელშიც ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან შეფასება არ გვაქვს. ეს არის ანგარიში, რომელშიც წარმოდგენილია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და ოპოზიციური პარტიების შეფასებების კომპილაცია.“ - ამის შესახებ დავით ზალკალიანმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერგამოქვეყნებულ ადამიანის უფლებათა შესახებ 2018 წლისანგარიშის შესახებ განაცხადა.

„ადამიანის უფლებები ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და საქართველო მიისწრაფვის იქითკენ, რომ ქვეყანა სრულ შესაბამისობაში და სტანდარტებში იყოს საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და ეს აღიარებულია ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორის მხრიდან. ბოლო შეხვედრაზე, რომელიც გვქონდა საქართველო-ევროკავშირის საბჭოში, აღინიშნა პროგრესი და ხელშესახები მნიშვნელოვანი შედეგები, რომელიც ჩვენ დემოკრატიზაციის კონსოლიდაციის კუთხით გვაქვს. ჩვენთვის ამერიკელი პარტნიორების რეკომენდაციები გასათვალისწინებელია და ყოველთვის ვითვალისწინებთ.– განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის განცხადებით, ანგარიშში ყურადღება აქვს დათმობილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას და იქ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, მათ შორის საუბარია ოთხოზორია-ტატუნაშვილზე და მათ მკვლელობაზე.

„ანგარიშში საუბარია ოთხოზორია-ტატუაშვილზე და მათ მკვლელობაზე, ამის მიუღებლობაზე. არის პირდაპირ მოყვანილი ის შეფასებები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ქმედებას ეხება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოცულობითი ნაწილია. არჩევნებზე ანგრიშში მოყვანილია ეუთო-ს დასკვა, რომელიც ჩვენთვის მანამდეც ცნობილი იყო. ამ დასკვნიდან ანგარიშში პირდაპირი ციტირებაა. დასკვნაში ჩვენ გვაქვს, როგორც პოზიტიური და მნიშვნელოვანი მომენტები, ასევე საუბარია ხარვეზებზე, რომელიც იყო. ხარვეზების შესახებ საქართველოს ხელისუფლობის პოზიცია საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მიისტრის განცხადებით, ანგარიშში ასევე საუბარია წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებებზე და იმ განაჩენებზე, რომელიც უკვე სასამართლოებშია გამოტანილი.

“აქ საუბარია ასევე წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებებზე და იმ განაჩენებზე, რომელიც უკვე სასამართლოებშია გამოტანილი. ყველა ეს რეკომენდაცია და ის შეფასება, რაც ანგარიშშია, ამერიკის შეერთებული შტატების შეფასებები არ არის. ეს არის ის შეფასებები, რომელიც მათ საქართველოში მყოფმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა მიაწოდეს”,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უნდა დაისაჯოს ყველა პირი ვინც შეწყალების კორუფციაშია ჩაბმული - კახა კუკავა

21 სექტემბერი, 2019 , 14:15

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე, კახა კუკავა პრეზიდენტის მიერ მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირების შეწყალების საკითხს ეხმაურება:მიგვაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია (რომელიც მისი წინამორბედებ

მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ბალანსი ბიზნესსა და დასაქმებულების უფლებებს შორის - ეკატერინე მიქაბაძე

21 სექტემბერი, 2019 , 11:45

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კომენტარი გააკეთეს შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტის შესახებ და განხილვის პროცესში ბიზნესთან წინასწარი კომუნიკაციის ნაკლებობაზე გაამახვილეს ყურადღება. მინისტრის მოადგილ

ეს არის შემოსავლიანი ბიზნესი, რომელიც ებრძვის ეროვნულს - თემურ შაშიაშვილი

20 სექტემბერი, 2019 , 13:10

„თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტს უყურებს, როგორც კარგ ბიზნესს რომელიც ქართულ ინტერესებს არ ითვალისწინებს და მომგებიანია მხოლოდ ამ ბიზნესის ინიციატორისთვის. „ვინც ამ

„ეს იყო გავრილოვის დღე და ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე“ - გიორგი გახარია

20 სექტემბერი, 2019 , 13:10

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თბილისში, გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. გიორგი გახარიამ 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. &bdquo

სალომე ზურაბიშვილი უცხოეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელია - თემურ შაშიაშვილი

19 სექტემბერი, 2019 , 17:30

„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი პრეზიდენტის გახმაურებულ შეწყალებებს ეხმაურება. „არ მსურს საუბარი ნიშნისმოგებით და არ ვეხები პრეზიდენტს, მაგრამ უნდა გავიხსენო ჩემი თხოვნა ხალხისადმი არჩევნების წინ: &b

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ

19 სექტემბერი, 2019 , 15:55

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის საკითხი მთავრობაში არ განიხილება. „არ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს