უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 ნოემბერი, 2019 11:35
font-size

ეს არის ბიძინა ივანიშვილის ბრძოლა პატრიარქის წინააღმდეგ - არჩილ გამზარდია

„თავიდან ბოლომდე ეს არის ბიძინა ივანიშვილის ბრძოლა პატრიარქის წინააღმდეგ, რომელსაც "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები ანხორციელებენ,“ - წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, არჩილ გამზარდია.

"ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები სულ ტყუილად ცდილობენ ოპოზიციაზე აქცენტის გადატანას საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. თავიდან ბოლომდე ეს არის ბიძინა ივანიშვილის ბრძოლა პატრიარქის წინააღმდეგ, რომელსაც "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები ანხორციელებენ.

ბიძინა ივანიშვილს არასდროს მოსწონდა როდესაც ვინმეს ავტორიტეტი თავისაზე მეტი იყო, მითუფრო პატრიარქის, რომელსაც ივანიშვილიც კი იძულებული იყო ანგარიში გაეწია. დღევანდელი პრემიერ მინისტრი გახარია ჯერ კიდევ როდის ავალებდა სპეცსამსახურებს სასულიერო პირების წინააღმდეგ კომპრომატები შეექმნათ და მოეძიათ.

"ქართული ოცნება", ძალიან დიდი ალბათობით, თანამშრომლობდა საპატრიარქოში მოქმედ ოთხეულთან - სოსო ოხანაშვილთან, ირაკლი მამალაძესთან და დეკანოზ მამალაძესთან, ტარას შავშიშვილთან, მათ უკან მდგომ "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" სასულიერო პირებთან, ასევე მათ უკან მდგომ მეუფე დიმიტრისთან, მეუფე გერასიმესთან და სხვებთან, ბოლოს სულაც მეუფე პეტრესთან. ე.წ. ციანიდის პროცესების დროს, როდესაც ხელისუფლებამ ვერ მიიღო თავისთვის სასურველი შედეგი, განტევების ვაცად დეკანოზი მამალაძე აქცია, ირაკლი მამალაძე პროკურატურის მთავარ მოწმედ აქცია, ოხანაშვილი ქვეყანას გაარიდა, შავშიშვილი თამაშიდან გაიყვანა, მიტროპოლიტი დიმიტრის უსაფრთხოების სივრცე შეუქმნა და ა.შ. პატრიარქის ლიკვიდაციის მცდელობა შეცვალა დეკანოზის მხრიდან პატრიარქის მდივნის მიმართ კვალიფიკაციით, საერთოდ გადაანაცვლა აქცენტები და მიმართულება, ეს ამტკიცებს ხელისუფლების თანამშრომლობას საპატრიარქოში არსებული ჯგუფსა და მათ მფარველ ეპისკოპოსებთან.

ბოლოს, ივანიშვილმა სულაც მიტროპოლიტ პეტრესთან "დაალაგა" პროცესი, მხოლოდ იმ პირობით, რომ 2020-ის არჩევნებამდე პეტრე მშვიდად იქნებოდა და შემდეგ დაეხმარებოდა უკვე ივანიშვილი მას, მაგრამ პეტრე ცაავას ნებისყოფა არ ეყო და დაასწრო, ამ თანამშრომლობაზე მეუფე პეტრემაც გააკეთა განცხადება და მისი ყოფილი ეპარქიის რამდენიმე მღვდელმა.

კიდევ ბევრი რამეა მოსაყოლი, მაგრამ რასაც ეს ორი დღეა "ქართული ოცნება" ცდილობს, რომ პროცესის აქცენტი გადაიტანოს "ნაციონალურ მოძრაობაზე", უბრალოდ არის აბსურდი და "ქართული ოცნების" პროპაგანდისტული მონსტრის მცდელობა.

თავიდან ბოლომდე, ბოლო წლებში პატრიარქისადმი დარტყმები, მისი გარიდებისა და შესაძლოა ლიკვიდაციის მცდელობები მოდის "ქართული ოცნების" ძალაუფლების ცენტრების, ცხადია, მათ შორის, ივანიშვილის მხრიდან, ისინი იწყებენ თანამშრომლობას ამა თუ იმ პირთან და როდესაც გრძნობენ, რომ აგებენ, შემდეგ "განტევების ვაცად" აქცევენ, ასე მოექცნენ დეკანოზ მამალაძესაც, ასე მოექცნენ ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავასაც.“ - დაწერა არჩილ გამზარდიამ.

„თბილისი ცენტრალის“ ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

30 აპრილი, 2025 , 15:55

მიმდინარე წლის 30 აპრილს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე, ვაგზლის მოედნის მიმდებარედ, ე.წ ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც სრულად დაიწვა დაახლოებით 12 000 მ2 სავაჭრო და სასაწყობ

გლდანის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფარი აშენდება

30 აპრილი, 2025 , 15:41

გლდანის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფარი აშენდება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა მუნიციპალიტეტისთვის ერთ-

ისარგებლეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებით 4GB-ის ფესტივალის ბილეთების შეძენისას

30 აპრილი, 2025 , 15:35

საქართველოს ბანკი კულტურული ინიციატივების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის - 4GB-ის მხარდამჭერია. ღონისძიება მსმენელებს 16 მაისს, საღამოს 11

SOLO-ს მხარდაჭერით Jazz Club 1984-ში ბექა გოჩიაშვილის ღონისძიება გაიმართება

30 აპრილი, 2025 , 14:23

1 მაისს SOLO- მომხმარებლებს და არა მხოლოდ მათ, Jazz Club 1984-ში ბექა გოჩიაშვილის მუსიკალური საღამო ელით. ღონისძიება 21:00 სთ-ზე დაიწყება და მსოფლიოში აღიარებული ჯაზმუსიკოსები სტუმრებისთვის დაუვიწყარ შოუს გამართავენ. ესე

ბიზნეს შეთავაზებები სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში

30 აპრილი, 2025 , 10:53

საქართველოს ბანკი  მცირე და საშუალო ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკმა, პარტნიორ კომაპანიებთან თანამშრომლობით, სტუმარმასპინძლობის სექტორში მომუშავე ბიზნესმომხმარებლებისთვის სპეციალუ

სადგურის მოედნის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით „თოდუას კლინიკა“ განცხადებას ავრცელებს

30 აპრილი, 2025 , 10:43

სადგურის მოედნის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით „თოდუას კლინიკა“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ არცერთი პაციენტისა და მედპერსონალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. განცხადების

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი