უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 ივლისი, 2018 16:00
font-size

ეს არის ჩვენი ქვეყნის აღიარება - დავით ზანკალიანი

„ძალიან მნიშნველოვანია, რომ ეს სამიტი იმართება საქართვლოში, ეს არის ჩვენი ქვეყნის აღიარება, აღიარება იმისა, რომ საქართველო, როგორც ღია მმართველობის თავმჯდომარე ქვეყანა არის უაღრესად წარმატებული ყველა იმ მიმართულებით, რომელსაც მოიცავს ღია მმართველობა. ეს არის გამჭვირვალე მთავრობა, ასევე მთავრობა, რომელიც წარმატებით ებრძვის კორუფციას, აქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა სამოქალაქო საზოგადოებასთან. ყველაფერი ეს ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზანკალიანმა ღია მმართველობის სამიტის გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სამიტზე საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ის რეფორმები, რომლებიც განხორციელდა საქართველოში არის იმის აღიარება, რომ ქვეყნის ხელისუფლება ამ მიმართულებით სწორ გზაზე დგას. დავით ზანკალიანმა ასევე ხაზი გაუსვა ღია მმართველობის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლობითი დელეგაციებით დასწრებას „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტზე.

„76 ქვეყანა, რომელიც არის ღია მმართველობის წევრი საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაციებით ესწრება დღევანდელ სამიტს. ჩვენ გვაქვს კარგი შესაძლებლობა, რომ მათ თვალნათლივ ნახონ ის რეფორმები, რასაც საქართველო ახორციელებს ღია და ყოვლისმომცველი მმართველობის კუთხით.“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მე-5 გლობალური სამიტი თბილისში 17-19 ივლისს იმართება. საქართველო აღნიშნულ ღონისძიებას თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით მასპინძლობს.

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი