უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 ივლისი, 2021 16:40
font-size

ეს არის დესტაბილიზაციის მცდელობა საქართველოში, ეს არის ჩვენი საზოგადოების რადიკალიზმისკენ მიმართვა - „ლელო“

„ქართულმა ოცნებამ" ძალიან კარგად იცის მისი რეიტინგი, სწორედ ამიტომ გამოვიდა ამ 19 აპრილის ხელშეკრულებიდან, რადგან იციან ამ არჩევნებში ისინი 43%-ს ვერ დააგროვებდნენ - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

მათივე თქმით, „ქართული ოცნების“ დღევანდელი განცხადება არის ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადება იმ ძალისა, რომელიც ცალმხრივად ტოვებს შარლ მიშელის დოკუმენტს.

„ეს არის დესტაბილიზაციის მცდელობა საქართველოში, ეს არის ჩვენი საზოგადოების რადიკალიზმისკენ მიმართვა და აქვე მინდა გითხრათ, რომ "ლელო" გაააკეთებს ყველაფერს, რომ რადიკალიზაციას არ მისცეს ამ ქვეყანაში გასაქანი.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, „ქართულმა ოცნებამ" ძალიან კარგად იცის მისი რეიტინგი, სწორედ ამიტომ გამოვიდა ამ ხელშეკრულებიდან, რადგან იციან ისინი 43%-ს ვერ დააგროვებდნენ ამ არჩევნებში. აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ საზოგადოებას და ჩვენს ოპოზიციურ პარტნიორებს, დავიწყოთ სასწრაფოდ კონსულტაციები. ჩვენ უკვე გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან.

გვინდა გითხრათ, რომ ამ ყოვლად უპასუხისმგებლო დესტრუქციულ განცხადებას, რომელიც "ოცნებამ" გააკეთა, არ მივცემთ საშუალებას, რომ გატარდეს ცხოვრებაში და კიდევ ერთხელ, ჩვენ ოპოზიციურ პარტნიორებთან ერთად ძალიან წყნარად, მშვიდ ვითარებაში მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ. ეს ნაბიჯები იქნება იქითკენ მიმართული, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილიზაცია და თუ საჭირო იქნება, არ გამოვრიცხავთ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტსაც. იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ტყუილის ტირაჟირება, ხელშეკრულების და სიტყვის უპატივცემულობა, დამთავრდეს ე.წ გადაგდებების სერია, რომელიც უკვე წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანას მიაქანებს რუსეთის იმპერიისკენ.

ჩვენ შარლ მიშელის ხელშეკრულებით გვაქვს არჩევანი, რომ ქვეყანა განვითარდება ევროპული, ვექტორული მიმართულებით და დაიწყება ქვეყანაში სრული წინსვლა, რეფორმები და აღმავლობა. დღეს "ქართულმა ოცნებამ" დაადასტურა, ამ ხელშეკრულებიდან გასვლით, რომ მათ აირჩიეს რუსეთის გზა“, - განაცხადეს „ლელოს“ ლიდერებმა.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კახა კალაძეს მოუწევს პასუხი გასცეს კითხვას, რატომ იწერდა ეკლესიის წინააღმდეგ ყველაფერს, რატომ აგროვებდა კომპრომატებს - ნიკა ობოლაძე

16 სექტემბერი, 2021 , 14:41

უკვე მესამე დღეა ჩვენ ვიცით, რომ მრავალი ათეული ათასი ფაილი არსებობს, საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ და ამაზე პასუხი არ არის, თუ რატომ აკეთებდნენ ამას. „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად დაადასტურა ამ ჩანაწერები

ვახტანგ გომელაური კარლ ჰარცელს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა

16 სექტემბერი, 2021 , 11:23

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელთან, ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართ

„საჭიროა მსხვერპლი“, „შეიძლება ქილერის აყვანა და ვინმე მათიანის გაგორება“, ეს არის ფრაზები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ახალგაზრდული ფრთის ჩატებიდან ჟონავს - ირაკლი კობახიძე

15 სექტემბერი, 2021 , 17:31

რადიკალური ოპოზიცია პრაქტიკულად არ ატარებს წინასაარჩევნო კამპანიას, არ აქვს საარჩევნო პროგრამები, არ ხვდება და არ ესაუბრება ხალხს. აშკარაა, რომ მათი საარჩევნო სტრატეგია, თავიდან ბოლომდე, პოლიტიკური პროცესების ხელოვნურ პო

მოვითხოვთ პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიების პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერთოს სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები – ბექა ლილუაშვილი

15 სექტემბერი, 2021 , 15:12

პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ბექა ლილუაშვილი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებაში სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას ითხოვს. "ჩვენ ახლა არ ვსაუბრობთ იმ მასალების ა

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ გუნდს „ლელოს“ მერობის კანდიდატმა და ათივე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, თბილისის განვითარების მარშალის 9-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა

15 სექტემბერი, 2021 , 13:50

პარლამენტში ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ გუნდს „ლელოს” მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა და ათივე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა, თბილისის განვითარების მარშალის 9- პუნ

`ქართული ოცნების` „კაგებეშნიკური“ სისტემის პოლიტიკური ხელმძღვანელები და დამკვეთები უმკაცრესად დაისჯებიან - მამუკა ხაზარაძე

15 სექტემბერი, 2021 , 12:34

"ქართული ოცნების" „კაგებეშნიკური“ სისტემა, რომელიც პოლიტიკურ, სამოქალაქო, ჟურნალისტურ და ბიზნეს საქმიანობაში ხელის ფათურთან ერთად საეკლესიო ცხოვრების და აღსარების საიდუმლოების საკრალურ სფეროსაც მისწვდა, დაუყო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი