უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 მარტი, 2020 12:30
font-size

ეს არის დრო, როდესაც ჩვენ ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ - კარლ ჰარცელი

საქართველო ის საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ვყოფილიყავი ამ რთულ დროს, – აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მიმართვაში, სადაც ელჩი აფასებს „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ საქართველოს ეფექტურ ძალისხმევას და მოუწოდებს ყველას, გაუფრთხილდნენ ერთმანეთს.

„ახლა მე სახლიდან გესაუბრებით. დღეს ნამდვილად უპრეცედენტო პერიოდია როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის. კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ სამყარო თავდაყირა დააყენა. ამ გამოწვევაზე მარტივი პასუხები არ არსებობს. ჩვენ, ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა ეს ალბათ სხვებზე უკეთ ვიცით იტალიიდან და ესპანეთიდან მიღებული მონაცემები ამის დასტურია. ამ კონტექსტში მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობას და საქართველოს პოლიტიკოსებს სწორი გზისა და მიდგომის არჩევა, რაც ადრეულ და აქტიურ მოქმედებაში გამოიხატა. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას, რომელიც მხარს უჭერს მთავრობის ასეთ გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ მოვალეობებს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და აღფრთოვანება გამოვხატო სამედიცინო სფეროს მუშაკების, ექიმების, ექთნების, სამართალდამცველების, მესაზღვრეებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ამ დღეებში დაუღალავად შრომობს მოქალაქეთა უსაფრთხოებისათვის. ეს კრიზისი არამხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას შეეხება, არამედ უდიდესი გამოწვევაა ეკონომიკისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, ვიმუშავო სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად – საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობით – საჭიროებებისა და სამომავლო გზების გამოსავლენად. ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორი და ყველაზე ძლიერი პარტნიორია და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ველოდებით სპეციალური ზომების მიღებას ეკონომიკის, ბიზნესისა და საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად. ეს აუცილებლად ძალიან გრძელი პროცესი იქნება, მაგრამ ამ პროცესში ერთად ვიქნებით. ეს არის დრო, როდესაც ჩვენ ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ. პირადად მე მიმაჩნია, რომ საქართველო ის საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ვყოფილიყავი ამ რთულ დროს. თავს გაუფრთხილდით და გააგრძელეთ ერთიანი ძალისხმევა“, – აღნიშნულია კარლ ჰარცელის მიმართვაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0729 ლარი გახდა

4 აგვისტო, 2020 , 17:40

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0729 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0729 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

4 აგვისტო, 2020 , 16:35

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს, რაც გულისხმობს კომპენსაციის მიცემას ყველ იმ რელიგიური გაერთიანებისთვის, რომელთაც საბჭოთა პერიოდში მიადგათ ზარალი. როგორც საპატრიარქოს

როგორც კი გავხდები პრემიერ-მინისტრი, ვიქნებით ხალხის და არა ბანკების სამსახურში, ივანიშვილის მსგავსად - გიორგი ვაშაძე

4 აგვისტო, 2020 , 16:20

დღეს საქართველოში ნომერ პირველი პრობლემა სესხებზე უსამართლოდ მაღალი პროცენტები. საბანკო მონოპოლიებმა ფაქტობრივად ხალხის ძარცვის ხარჯზე დაიწყეს საშინელი მოგების ჩვენება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერ

შთაბეჭდილება დამრჩა, რომ არათუ პროგრამისტის და არათუ კომპიუტერის მცოდნის პირადი ლეპტოპია, ეს არის ძალიან ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიანის ლეპტოპი - მიხეილ რამიშვილი

4 აგვისტო, 2020 , 16:20

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა დატოვა. ადვოკატის განაცხადებით, ისეთი ფაილები, რომელიც არსებითი მნიშვნელობის იქნებოდა, ლეპტოპის სკა

ვახტანგ გომელაურმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა

4 აგვისტო, 2020 , 14:50

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. როგორც „მედიანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას დაესწრნ

უწმინდესმა ჯანმრთელობა და გამძლეობა მისურვა - ვანო მერაბიშვილი

4 აგვისტო, 2020 , 14:50

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ინფორმაციით, დღეს ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ ვანო მერ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე