უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 ოქტომბერი, 2016 15:30
font-size

ეს არის ძალიან ცინიკური, აგდებული დამოკიდებულება სოციალურად დაუცველი ოჯახებისადმი - ირაკლი აბესაძე

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, ხელისუფლება მილიონობით ლარს ზოგავს სოციალურად გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე.

როგოროც აბესაძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა საბიუჯეტო სახსრებიდან სოციალური შემწეობისთვის თანხები არ გამოყოს.

,,სოციალურად დაუცველთა შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი არის ადამიანების მიერ მოხმარებული და გადახდილი კომუნალური გადასახადების რაოდენობა. თბილისში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის შემდგომ ერიცხებათ კომუნალური ვაუჩერი ანუ მათ კომუნალურ დანახარჯებს უნაზღაურებს სახელმწიფო. როგორც ირკვევა ასეულობით ოჯახს, ანუ ათასობით სოციალურად დაუცველ, უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანს სახელმწიფომ მოუხსნა სოციალური დახმარებები მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მათ სახელმწიფო უნაზღაურებდა კომუნალურ გადასახადებს. ჯანდაცვის სამინისტრომ არ გადაამოწმა, რომ ამ ადამიანების მიერ მოხმარებულ კომუნალურ გადასახადებს იხდიდა თბილისის მერია და ეს ადამიანები დატოვა სოციალური შემწეობის გარეშე. რამდენიმე მათგანზე ჩვენ გავაგზავნეთ შუამდგომლობა ჯანდაცვის სამინისტროში და ჩვენი აქტიურობის შემდეგ ამ ადამიანებს აღუდგათ სოციალური დახმარება, თუმცა გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მათ დაკარგეს ის თანხა, რომელიც მათთვის საარსებო თანხას წარმოადგენს. სახელმწიფო სოციალურ დახმარებას ადამიანებს უხსნის მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ეხმარებოდა სახელმწიფო. ეს არის ძალიან ცინიკური, აგდებული დამოკიდებულება სოციალურად დაუცველი ოჯახებისადმი.

ჯანდაცვის სამინისტროს მოვუწოდებთ, ამ ადამიანების ბედით თამაშს თავი დაანებოს და თავად გადაამოწმოს, თუ ვის უნაზღაურებს კომუნალურ გადასახადებს თბილისის მერია. ეს ბაზა არსებობს და აქვს თბილისის მერიას’’, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მისი თქმით, ეს თემა აქტუალურია, რადგან მოდის ნოემბერი და მერიამ უნდა დაიწყოს კომუნალური ვაუჩერების გაცემა სოციალურად დაუცველ ოჯახებზე.

ამასთან, როგორც აბესაძემ აღნიშნა, კომუნალური ვაუჩერის ოდენობას დღითიდღე ამცირებს თბილისის მერია და ყოველწლიურად მეტი თანხის დაზოგვას ცდილობს.

,,გასულ წელს მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და თბილისში დაახლოებით 200 000 ოჯახს მოეხსნა კომუნალური ვაუჩერი და შეუნარჩუნდათ მხოლოდ და მხოლოდ სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულ ადამიანებს, რომელთა ჯამური რაოდენობა თბილისში დაახლოებით 90 000-ია,’’ - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.

მისი თქმით, მერია ყველაზე გაჭირვებულ სოციალურ ფენაზე ზოგავს რამდენიმე ასეულ ათას ლარს და სავარაუდოდ, ამ თანხას გამოიყენებს იმ დეფიციტის შესავსებად, რომელიც წინასაარჩევნოდ დახარჯული თანხების გამო შეიქმნა ბიუჯეტში.

ნინო ექვთიმიშვილი

დადგენილებაში ჩაწერილი 15 ივლისი არ ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო ადრე ამუშავდეს, ამისთვის ყველაფერი კეთდება - ნათია მეზვრიშვილი

25 მაისი, 2020 , 15:56

შეზღუდვების ერთიანად მოხსნამ და არათანმიმდევრულმა ქმედებამ შესაძლოა ბევრი ნაბიჯით უკან დაგვაბრუნოს და მიღწეული შედეგები წყალში ჩაგვეყაროს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საზოგადოებრივი

დროა, ვიფიქროთ ფორს-მაჟორის საკანონმდებლო მოწესრიგებაზე და კანონმდებლებთან საკითხის დასმაზე - ნიკა მენოგნიშვილი

25 მაისი, 2020 , 15:43

საქართველოში ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით განხორციელებულმა ღონისძიებებმა, მთლიანად შეცვალა არა მხოლოდ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, არამედ, დამატებით, დღის წესრიგში დააყენა ფორს-მაჟორული გარემოებების საკ

საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აღდგენისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს - გიორგი გახარია

25 მაისი, 2020 , 14:22

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა განიხილეს საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, მთავრობის დადგენილებით შენარჩუნე

ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობისთვის ბრალდებულს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა

25 მაისი, 2020 , 14:10

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე ბრალდებული ო.გ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” პროკურატურიდა

დიდმა ბრიტანეთმა ქართველ მეზღვაურთა სერტიფიკატები აღიარა

25 მაისი, 2020 , 12:54

საქართველოს და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმის თანახმად, ქართველ მეზღვაურებს უფლება მიეცათ, დასაქმდნენ ერთ-ერთ ყველაზე მაღალანა

2019 წელს საქართველოს მოსახლეობის მთლიანი საშუალო ხარჯი თვეში, წინა წლის იგივე მაჩვენებელზე, 4.8 პროცენტით მეტია

25 მაისი, 2020 , 12:11

2019 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ თვეში 1 251.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.4 პროცენტით აღემატება. ინფორმაციას ამი