უახლესი ამბები
არქივი
სამართალი
ეს არის ძალზედ დიდი პრობლემა, რომელიც ჩრდილს აყენებს სასამართლოს დამოუკიდებლობას და მის გაძლიერებას - ლევან მურუსიძე
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძის განცხადებით, სასამართლო სისტემისთვის დღეს მთავარი გამოწვევაა დაგროვილი საქმეების დროულად განხილვა.
„მთავარი გამოწვევა სასამართლო სისტემისთვის არის, რომ დაგროვილია საქმეები, რომლებიც დიდი ხანია შესულია სასამართლოში და ადამიანები ელოდებიან მის გადაწყვეტას და გადაჭრას. ეს არის ძალზედ დიდი პრობლემა, რომელიც აუცილებლად გადაჭრას მოითხოდა რომელიც ჩრდილს აყენებს სასამართლოს დამოუკიდებლობას და მის გაძლიერებას’’, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ე.წ. კლანურ მმართველობასთან დაკავშირებით სასამართლო სისტემის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებსაც გამოეხმაურა.
,,ზოგადად კლანურობაზე ლაპარაკი არის აბსოლუტურად შეუფერებელი და რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს მგონი, დაინახა მოსახლეობამ. მე არ დავკონკრეტდები, რა ფაქტებს ეხება და როგორ ეხება. რეალურად ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვაბრალებდნენ, რომ სასამართლო იმართებოდა კლანურად, თვითონ ჰქონდათ პრობლემა სასამართლო სისტემაში,“ - განუცხადა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს მოსამართლეთა მე-19 კონფერენციის ფარგლებში.
ნინო ექვთიმიშვილი