უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 ოქტომბერი, 2018 16:45
font-size

ეს არის ერთი დიდი უნიჭო აბსურდი - კახა კალაძე „ომეგას“ საქმეზე

თბილისის მერმა კახა კალაძემ „ომეგა ჯგუფის“ საქმეს „აბსურდი“ უწოდა და განაცხადა, რომ ამ საკითხზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ხალხის გამოკითხვის საფუძველს ვერ ხედავს. ასე უპასუხა დედაქალაქის თავმა შეკითხვას, შესაძლოა თუ არა ჩანაწერებთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვაზე დაბარება.

„დამფუძნებლის მხრიდან რა ინტერვიუც მოვისმინეთ „ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ ტელევიზიაში, იქაც ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო.

არანაირი სკანდალური ჩანაწერები არ მოუსმენია საზოგადოებას. თქვენ გაქვთ მცდელობა, ეს სკანდალად წარმოუდგინოთ საზოგადოებას, თუმცა ეს სკანდალი არ არის. გაურკვეველი ადამიანები საუბრობენ გაურკვეველ თემებზე. დამფუძნებლის მხრიდან რა ინტერვიუც მოვისმინეთ „ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ ტელევიზიაში, იქაც ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო; ქალბატონი კვესიტაძე და ბატონი გვარამია კი ცდილობდნენ, რომ რაღაც ინტერპრეტაცია მოეხდინათ იმ პიროვნების საუბრის, მაგრამ საზოგადოებამ მაინც ვერაფერი ვერ გაიგო. ამავდროულად გამოქვეყნდა ექსპერტიზის დასკვნები, რომ ჩანაწრები მიჭრილ-მოჭრილი და შეთითხნილია. ეს ვისი ხელწერაა, ძალიან კარგად ვიცით. ვერ გამოდიან იმ წარსულიდან და ისევ იმ ჭაობში არიან ჩარჩენილები.

მე საფუძველს ვერ ვხედავ ადამიანების გამოკითხვის ამასთან დაკავშირებით. ეს არის ერთი დიდი უნიჭო აბსურდი, რომელიც არ ვიცი, ვინ გააკეთა, ვისი თანამონაწილეობით დაიდგა, მაგრამ ცხადია, ავთენტურობა, ჩანაწერებთან დაკავშირებული კვლევები, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ და ასევე ლონდონში ერთ-ერთმა ცნობილმა საექსპერტო ბიურომ წარმოადგინა, ეს არის ამ ყველაფრის შედეგი",- განაცხადა კალაძემ.

მთავარი არის, ეკონომიკური კატასტროფა როგორ დავძლიოთ და არა პრემიერობის კანდიდატები და ის, ვინ რა თანამდებობას დაიკავებს - სერგი კაპანაძე

23 სექტემბერი, 2020 , 12:40

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, დღეს ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისია და ამ დროს მთავარი დებატების თემა არა პრემიერობის კანდიდატები და თანამდებობები, არამე

გვაქვს მკვეთრად განსაზღვრული აღმშენებლობის სტრატეგია და რაც არ უნდა თქვას ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელმა, ამ სტრატეგიის გენერალური ხაზისგან გადახვევას არ ვაპირებთ - პაატა მანჯგალაძე

23 სექტემბერი, 2020 , 12:40

ჩვენი პოლიტიკის ფილოსოფია მარტივია, უარს ვამბობთ ქართულ პილიტიკაში დამკვიდრებულ ერთმანეთის ჩაძირვის, ერთმანეთის ლანძღვა- გინების კამპანიაში მონაწილეობაზე, - ასე აფასებს დღევანდელ პოლიტიკურ მდგომარეობას „სტრატეგია ა

გიორგი გახარიასა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

23 სექტემბერი, 2020 , 11:55

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო ბრაიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლ

2024 წლის საარჩევნო მოდელს ჩვენ მიმდინარე არჩევნებზე დავტესტავთ - მამუკა ტუსკაძე

23 სექტემბერი, 2020 , 11:55

„სოციალური სამართლიანობისთვის“ 2024 წლის საარჩევნო მოდელს უკვე ამ არჩევნებში დატესტავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდი არჩევნებში მონაწილეობას მაჟორიტარების გარეშე, მხოლოდ 200-კაციანი სიით მიიღებს, -ამის შე

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ აცნობიერებენ, რას ნიშნავს კოალიციური მთავრობა და შეთანხმება - დავით ბაქრაძე

22 სექტემბერი, 2020 , 14:15

ვერავინ ვერაფერს ვერ აიძულებს „ევროპულ საქართველოს“. ჩვენი პოზიცია არის მკაფიო, ჩვენ ვართ ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის წინააღმდეგი, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი და

“ეს არის ის კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს „ქართული ოცნების“ ღვარძლიანი და ბოღმიანი სახე, ქალბატონი წულუკიანი”- „ევროპული საქართველო“ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარს აცხადებს

22 სექტემბერი, 2020 , 12:20

„ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ისინი უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას არ მიიღებს უწ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.