უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

22 თებერვალი, 2019 22:34
font-size

ეს არის ფარსი და ჩვენ ამ ფარსში არ მივიღებთ მონაწილეობას - გიორგი მშვენიერაძემ პარლამენტში შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ნომინირება ისევ კლანს შეეძლება, - ამის შესახებ კოალიციის "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართმსჯულებისთვის" წარმომადგენელმა, გიორგი მშვენიერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

შეხვედრა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე, დიპლომატიური კორპუსი, სასამართლო სისტემის წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებზე მსჯელობდნენ, გიორგი მშვენიერაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა.

"სამწუხაროდ, კოალიციას "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართმსაჯულებისთვის" მოგვიწია ამ სამუშაო ფორმატის დატოვება. 2 დღე ძალიან მნიშვნელოვანი დრო და რესურსი დავუთმეთ საკუთარი არგუმენტაციის გაცნობას პარლამენტის თავმჯდომარისთვის, რაც სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის და აშშ-ის დიპლომატიური მისიების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებთან. ორად ორი, ვინც არ ეთანხმებოდა ამ ცვლილებებს, იყო თავად "ქართული ოცნება" და კლანი, რომელთან მეგობრობაშიც შემჩნეულია თავად პარლამენტის თავმჯდომარე.

ჩვენ დღეს რამდენიმე პრინციპული საკითხი გვქონდა წარმოდგენილი. სამწუხაროდ, ვერც ერთ საკითხზე ვერ მივიღეთ თანხმობა და საბოლოოდ პარლამენტის თავმჯდომარისგან მოვისმინეთ, რომ ის აპირებს დარჩეს კანონში დებულება, რომელიც უბრალო 2/3-ით ანუ კლანის 10 წევრს მისცემს ნებისმიერი კანდიდატის ნომინირების საშუალებას უზენაეს სასამართლოში.

ეს არის ფარსი და ჩვენ ამ ფარსში არ მივიღებთ მონაწილეობას. კანონპროექტი, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარემ პრინციპების დონეზე უკვე ისაუბრა, როგორც მის ვერსიაზე, არის სწორედ კლანის წევრებისთვის უზენაესი სასამართლოს მანტიების შეკერვა", - განაცხადა მშვენიერაძემ.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი