უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 მაისი, 2017 13:55
font-size

ეს არის გზავნილი ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის, რომ ნატოს კარი ღიაა - დიმიტრი ქუმსიშვილი

ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს საპარლამენტყო ასამბლეის ჩატარება საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომელიცვ ამ ტრიბუნიდან გაჟღერდა, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის პლენარულ სხდომაში მონაწილეობა მიიღო.

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დეკლარაციის ტექსტი, რომელშიც ძალიან ნათლად და პირდაპირ არის ნახსენები, თუ რა გამოწვევები აქვს საქართველოს და საით მიისწრაფვის.

მინდა აღვნიშნო, რომ მაშინ როდესაც, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს პრაქტიკულად მთელმა შემადგენლობამ ამ დეკლარაციით, რომელიც დღეს იქნება მიღებული, მოუწოდა რუსეთს იმისაკენ, რომ მოხდეს არაღიარება სეპარატისტული და ოკუპირებული რეგიონების, ასევე დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტეის და ტერიტორიული მთალიანობის და ყველა იმ ძირითადი პრინციპის მიმართ, რომელიც მნიშვნელოვანია საერთაშორისო კანონმდებლობით. ასევე მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც ნატოს წევრ ქვეყნებს გააჩნიათ კანონშემოქმედების მიმართულებით, ეს არის გზავნილი ყველა ასპირანტი ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის, რომ მათთვის ნატოს კარი არის ღია,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მყარი რწმენა, რომ საქართველო აუცილებლად ნატოს წვერი ქვეყანა გახდება.

საკვანძო სიტყვები:

ვახტანგ გომელაური ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

18 სექტემბერი, 2019 , 10:25

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უკანასკნელ პ

ნათია თურნავა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა

17 სექტემბერი, 2019 , 16:55

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრაზე ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის ლიდერს თბილი მიღებისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც აზ

ვისაუბრეთ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა ჩვენი ეკონომიკების თავსებადობა მაღალი იყოს - გიორგი გახარია

16 სექტემბერი, 2019 , 16:30

გიორგი გახარია სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა. ,,ვისაუბრეთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, როგორც ინსტიტუციონალურ, ასევე, საკანონმდებლო მიმართულებით, რათა ჩვენი ეკონომიკების თ

ჩვენთვის საქართველო არის მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ სამეზობლოში, განსაკუთრებით სამართლის უზენაესობის მიმართულებით - იოჰანეს ჰანი

16 სექტემბერი, 2019 , 16:30

„ევროკავშირი და საქართველო ძალიან მჭიდრო პარტნიორები და მეგობრები არიან. ვადასტურებ იმას, რაც ბრძანა პრემიერ-მინისტრმა, ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ უფრო გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა. განსაკუთრებით ისეთი პოტენციალ

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი აღსრულდეს მთელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - გიორგი გახარია

16 სექტემბერი, 2019 , 16:09

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი აღსრულდეს მთელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფას, - ამის შესახებ საქართველოს პ

გია ვოლსკიმ თქვა, რომ თურმე ამოცანა ჰქონიათ, არ დაუწესდეს რუსეთს სანქციები - გიგა ბოკერია

16 სექტემბერი, 2019 , 15:50

დღეს მოხდა აღიარებითი ჩვენება, გია ვოლსკიმ თქვა, რომ თურმე ამოცანა ჰქონიათ, არ დაუწესდეს რუსეთს სანქციები, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს