უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 სექტემბერი, 2020 12:20
font-size

“ეს არის ის კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს „ქართული ოცნების“ ღვარძლიანი და ბოღმიანი სახე, ქალბატონი წულუკიანი”- „ევროპული საქართველო“ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარს აცხადებს

„ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ისინი უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.

„ევროპული საქართველო“ მონაწილეობას არ მიიღებს უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრებში. ეს არის ის კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი გამორჩეული, ღვარძლიანი და ბოღმიანი სახე, ქალბატონი წულუკიანი, რომელიც ამ კომისიასაც და სხვა დანარჩენსაც იყენებს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩვენ კარგად ვიცით მისი დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ, ის ვერასდროს ვერ მალავს თავის ზიზღს განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანების მიმართ. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ იყენებს თავის პოზიციას ბოროტად საკუთარ უწყებაში, მის დაქვემდებარებულ საჯარო მოხელეებთან მიმართებაში; კარგად ვიცით, რამდენჯერ გაათავისუფლა მან სამსახურიდან პოლიტიკური მოსაზრების გამო თავისი თანამშრომლები, როგორ დევნის განსხვავებულ მოსაზრებას და სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანი ხელმძღვანელობს უწყებათაშორის კომისიას, რომლის ამოცანაა, რეაგირება მოახდინოს საარჩევნო საკითხებზე. ქალბატონი წულუკიანი არც ერთხელ არ ყოფილა დაინტერესებული, რაიმე პრობლემა, რომელიც იქ იქნებოდა წარმოდგენილი, მოგვარებულიყო. ამიტომ, ამ ღვარძლიანი ადამიანის შოუში მონაწილეობას არ ვაპირებთ, შეუძლია შეიკრიბოს თავის თანამზრახველებთან ერთად და რაზეც უნდა იმაზე იმსჯელონ. ყველა დარღვევაზე ჩვენ გვექნება რეაგირება, მათ შორის მოვახდენთ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას“, – განაცხადა კაპანაძემ.

დაგვრჩა ერთი მნიშვნელოვანი კვირა და ჩვენი ბრძოლა მნიშვნელოვანი გამარჯვებით უნდა დავაგვირგვინოთ - მამუკა ხაზარაძე

24 ოქტომბერი, 2020 , 15:45

ზუგდიდში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ, ზუგდიდის მოსახლეობას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ალექსანდრე ახვლედიანი, თამარ ბელქანია და გია ბარამია. წარუდგინა. ღო

მამუკა ხაზარაძე - არჩევნებამდე „ლელო“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება

23 ოქტომბერი, 2020 , 17:52

არჩევნებამდე „ლელო“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ქუთაისში „ლელოს“ წევრების მხარდამჭერებთან შეხვედრის ღონისძიებაზე ვიდეომიმართ

სალომე სამადაშვილი თამარ ჟვანიას მიმართავს და მასთან საჯარო შეხვედრას მოითხოვს

23 ოქტომბერი, 2020 , 15:10

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მიმართავს და მასთან საჯარო შეხვედრას მოითხოვს. ამის შესახებ სამადაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საკუთარ

გინდოდათ ხალხის გაჭირვებაზე და შიშებზე ფული გეკეთებინათ, ჩვენ ყველაფერ ამას დავასრულებთ - მიხეილ სააკაშვილი

20 ოქტომბერი, 2020 , 17:40

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიამ“ საჩხერის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე წარუდგინა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად, შეკრებილ მოქალაქეებს უკრაი

8 წელიწადი მოგვპარეს, 8 წელიწადი მოპარეს ჩვენს შვილებს, 8 წელიწადი მოპარეს საქართველოს - გრიგოლ ვაშაძე

20 ოქტომბერი, 2020 , 17:10

ქვეყანას კორუმპირებული ხელისუფლება მართავს, რომლის ჯიბეშიც ილექება თითქმის მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტი. ამიის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ, საჩხერეში „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟ

გახარიამ თავისი თავი ამოწურა, წერტილი - გიორგი ვაშაძე

19 ოქტომბერი, 2020 , 16:15

პრემიერ-მინისტრმა თავისი თავი ამოწურა, რადგან ქვეყანაში სრული უმოქმედობაა, ეკონომიკა სრულად ჩამოშლილია და საქართველოში კრიზისმენეჯმენტი არ არსებობს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშ