უკან
პოლიტიკა
2 ოქტომბერი, 2018 13:30
ეს არის კატასტროფა ჩვენი ხელისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის - ადა მარშანია „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ადა მარშანიას განცხადებით, თუ დადასტურდება, რომ „ომეგა ჯგუფზე“ მართლა განხორციელდა რეკეტი, ის მოქმედი ხელისუფლებისთვის კატასტროფული იქნება.
„ჩანაწერებზე, მათ ავთენტურობაზე, მათ სინამდვილეზე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ. ამას სჭირდება ექსპერტიზა, გამოძიება, გამოკვლევა.
თუ ეს მართლა ასეა, როგორც იმ ჩანაწერებში გვესმის, ეს ძალიან მძიმე პროცესია, ცხადია. ცხადია, რომ ეს ძალიან ცუდია, ძალიან მძიმეა და ეს არის კატასტროფა ჩვენი ხელისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის.
ის, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჯერჯერობით მისი განვითარების ამ ეტაპზე ბიზნესი მაინც ვერ იქნება თავისუფალი, ისეთი, როგორიც უნდა იყოს და როგორიც ჩვენ გვინდა, ეს ცალსახაა“, - განაცხადა დეპუტატმა.