უკან

პოლიტიკა

15 ივლისი, 2020 16:22
font-size

ეს არის კორიდა და კობახიძე თამაშობს წითელი ნაჭრის როლს - გია ხუხაშვილი

ეს არ არის ცივილიზებული პოლიტიკა. ეს არის კორიდა და კობახიძე თამაშობს წითელი ნაჭრის როლს. ოპოზიცია რაღაც ტაქტიკურ წარმატებას კი აღწევს ხოლმე, მაგრამ მართლა ხარივით იქცევა. აუფრიალებენ კობახიძეს, გამოვარდებიან და მართლა ხარივით ისტერიკაში ვარდებიან. ეს არის კობახიძის ფუნქცია, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, „ბიძინამ გადაწყვიტა, რომ საარჩევნო წიგნში კიდევ ერთხელ ააფრიალოს კორიდაზე ეს ნაჭერი, რაც ამ ოპოზიციის ხელში ძალიან ეფექტური ხდება ხშირ შემთხვევაში“.

„ჩვენ ხომ კორიდაზე ვართ?! ეს არ არის ცივილიზებული პოლიტიკა. ეს არის კორიდა და კობახიძე თამაშობს წითელი ნაჭრის როლს. ოპოზიცია რაღაც ტაქტიკურ წარმატებას კი აღწევს ხოლმე, მაგრამ მართლა ხარივით იქცევა. აუფრიალებენ კობახიძეს, გამოვარდებიან და მართლა ხარივით ისტერიკაში ვარდებიან. ეს არის კობახიძის ფუნქცია.

ერთადერთი, რისი თქმაც შეიძლება, ჩვენ გვექნება ძალიან აგრესიული საარჩევნო კამპანია. კობახიძე რადგან დაინიშნა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, ეს ნიშნავს, რომ ტემპერატურა იქნება ძალიან მაღალი. კობახიძე ბიძინასთვის არის არცთუ სტაბილური ფსიქიკის ადამიანი, რომელსაც, ერთის მხრივ, ბიძინა აფრიალებს ქართულ პოლიტიკაში და მეორე მხრივ, ექსპერიმენტებს ატარებს. მას უყვარს ასეთი ფსიქოტიპით მანიპულირება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, მმართველ ძალას დღეს უკეთესი მდგომარეობა აქვს, ვიდრე ოპოზიციას.

„ჩვენ იმაზეც გვისაუბრია, რა იქნება საარჩევნოდ დომინანტური შიში. ეს იქნება მომავლის არჩევნები. თუ დააკვირდებით, უკეთეს მომავალს არავინ არავის ჰპირდება. ეს იქნება შიშის არჩევანი. თუ დომინანტი იქნება სიკვდილის შიში, რაც პანდემიას ახლდა და „ქართულ ოცნებას“ სერიოზული აქტივი შეუქმნა, მაშინ „ქართული ოცნების“ შანსები იქნება უფრო მაღალი. თუ საარჩევნოდ დომინანტი იქნება შიმშილის შიში, რაც პირიქით, აგრესიას იწვევს ხელისუფლების მიმართ, მაშინ მმართველ ძალას ექნება პრობლემა. ბიძინას საკმაოდ ცინიკური ლოგიკა აქვს - რაც უფრო გაუჭირდება ხალხს სექტემბრისთვის, უფრო იაფად ვიყიდი. გუშინ ყიდვა უფრო ძვირი იყო, ვიდრე დღეს. სექტემბერში შეიძლება კიდევ უფრო იაფად იყიდოს, ვინც გაიყიდება. გაყიდვის გარანტია იქნება, თუ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი არ შეიქმნა. კომფორმისტი ამომრჩეველი, რომელიც არჩევანს ცუდსა და უარესს შორის აკეთებს, იყიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საკუთარ სინდისთან ამას რამით ამართლებს. არც ერთი ვარგა, არც მეორე და რატომ მივეყიდე ბიძინას?- ვინც გადაიხდის, ხმას იმას გადავუგდებ ერთჯერადად. მაგრამ თუ გამოჩნდნენ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები, ყიდვა ძნელი იქნება. ამიტომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების გაძლიერება, რომ სინდისი ვერ მიაძინოს კომფორმისტმა ამომჩეველმა, რა სეგმენტიც საკმაოდ დიდია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

წყარო

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი