უახლესი ამბები
- 17.04.2024 15:51სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე
- 17.04.2024 15:40პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს
- 17.04.2024 14:54ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე
არქივი
საზოგადოება
„ეს არის მონობის დაანონსება“ - შეზღუდვების ფორმალურად შემსუბუქებას სამოქალაქო აქტივისტებთან და საზოგადოებსათან ერთად პოლიტიკოსებიც გააპროტესტებენ
მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ფორმალურად შემსუბუქებას სამოქალაქო აქტივისტებთან და საზოგადოებსათან ერთად პოლიტიკოსებიც გააპროტესტებენ. ამ თემაზე დღეს "ნაციონალური მოძროაბის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ, ყოფილმა დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ და "გირჩის" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადეს.
"ხელისუფლების გუშინდელი აბსოლუტურად თავხედური გადაწყვეტილების შემდეგ, ადამიანებს ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ კიდევ იშიმშილეთ ერთი თვე და ისიც მერე ვნახავთ როგორ გადავწყვეტთ, რამდენი ხანი გაგრძელდება შეზღუდვები. ეს არის უბრალოდ მონობის დაანონსება", - თქვა ელენე ხოშტარიამ.
ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ 24 იანვარს, შეზღუდვების გასაპროტესტებლად დაანონსებულ აქციას შეუერთდება, როგორც რიგითი მოქალაქე და სხვებსაც მოუწოდებს, რომ აქციაზე მივიდნენ.
„გუშინ ამირან გამყრელიძემ თქვა ძალიან დიდი ტყუილი „დაგუგლეთ სად არის გახსნილი ზამთრის კურორტებიო“ , საჯაროდ მინდა მივმართო ამირან გამყრელიძეს, ძალიან ბევრგან არის გახსნილი ზამთრის კურორტები, ძალიან გთხოვთ, ეს ყოვლად მიუღებელია. მე, როგორც ერთი ადამიანი, ვუერთდები ამ აქციას. ყველას მინდა მოგიწოდებთ, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ვიცხოვრებთ მომდევნო თვეების მანძილზე გამოდით ხვალ, შეუერთდით იმ ადამიანებს, ვინც თვითდაორგანიზდა“,- თქვა მან.
რაც შეეხება "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს, რომელიც შეზღუდვების მოხსნას წინა პერიოდებშიც ითხოვდა, კანცელარიასთან 2 საათზე დაგეგმილ აქციას ისიც შეუერთდება.
"ისინი უბრალოდ ატყუებენ მოსახლეობას, ეს დროში გადაწევები გახსნის, არაფერს არ ემსახურება, გარდა იმისა, რომ პროტესტი ჩაკლან ადამიანებში და გაუჩინონ განცდა, რომ მოდი ცოტა კიდევ მოვითმინოთ", - თქვა ზურა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლება“ 24 იანვარს აქციის გამართვას აპირებს.
შეგახსენებთ, გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში ტრანსპორტის, სკოლებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა 1-ელი თებერვლიდან აღდგება, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში კი სკოლები და ტრანსპორტი მუშაობას 1-ელი მარტიდან დაიწყებს. ასევე, 1-ელ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.