უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

26 სექტემბერი, 2018 16:35
font-size

ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება მოქმედ პრეზიდენტზე და გაფრთხილება მომავალი პრეზიდენტებისთვის - ანა ნაცვლიშვილი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვის დაწყებას ეხმაურება, და აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება მოქმედ პრეზიდენტზე და ასევე გაფრთხილება მომავალი პრეზიდენტებისთვის, რომ მათი უსაფრთოება იქნება დამოკიდებული მთავრობის კეთილ ნებაზე.

,,დღევანდელი კანონმდებლობით სახლემწიფო კანონით არის ვალდებული უზრუნველყოს როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი პრეზიდენტის უსაფრთხოება სპეციალური დაცვის სამსახურის მეშვეობით, მაგრამ ახლა მომზადდა ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს, რომ უკვე ყოფილ პრეზიდენტს კანონით აღარ ექნება დაცვის ეს გარანტია და დაიცავს თუ არა მას სახელმწიფო ეს იქნება დამოკიდებული არა კანონზე, არამედ მთავრობის კეთილ ნებაზე.

ეს ცვლილება არის პრინციპულად არასწორი, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც ამავე დროს არის უმაღლესი მთავრსარდალი, არის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი და შესაბამისად, მას სჭირდება დაცვის უმაღლესი გარანტიები და ასევე ძალიან ნათელია, გამომდინარე იმ ფაქტორიდან, როდის მომზადდა ეს ცვლილებები და რა კონტექსტი გვაქვს ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება მოქმედ პრეზიდენტზე და ასევე გაფრთხილება მომავალი პრეზიდენტებისთვის, რომ მათი უსაფრთოება იქნება დამოკიდებული მთავრობის კეთილ ნებაზე“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტში სოციალური მიმართულებით თანხები გაზრდილია - გიორგი ბირბიჩაძე

19 დეკემბერი, 2018 , 09:00

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ შენიშვნებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც სოციალური მიმართულებით ბიუჯეტი თით

2019 წლის ბიუჯეტის პროექტში სოციალური მიმართულებით თანხები გაზრდილია - გიორგი ბირბიჩაძე

18 დეკემბერი, 2018 , 17:40

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ შენიშვნებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც სოციალური მიმართულებით ბიუჯეტი თით

ოპოზიციას უნდა, რომ საზოგადოება ორად გახლეჩილი იხილოს, მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ - ლევან ჟორჟოლიანი

18 დეკემბერი, 2018 , 17:40

„სამართლებრივ სახელმწიფოში არსებობს როგორც უფლების დაცვა, ასევე უფლების შეზღუდვა და ამას აქვს თავისი საზღვრები. ერთის ან მეორის განხორციელებისას იმ სიმაღლეებზე არ უნდა ავიჭრათ, რომ ბოლოს აღმოვჩნდეთ მთვარეზე. ჩვენი

კარგი იქნება, ოპოზიცია განხილვებში მონაწილეობდეს და ამის მიხედვით იღებდეს გადაწყვეტილებებს - გიორგი ტყემალაძე

18 დეკემბერი, 2018 , 17:15

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, კარგი იქნება, თუ ოპოზიცია მონაწილ

საქართველო არ იმსახურებს ასეთ მარგინალურ ოპოზიციას, რომელიც იწევს პოლიციაზე - ირაკლი ზარქუა

18 დეკემბერი, 2018 , 17:15

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა ოპოზიციას ბიუჯეტის წაკითხვისკენ მოუწოდებს. ზარქუას თქმით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში უფასო სასადილოებისა და აუტისტური სპექტრ

სალომე სამადაშვილი საერთოდ რატომ იყო ამ კომიტეტის წევრი არ მესმის - ეკა ბესელია

18 დეკემბერი, 2018 , 16:50

ოთარ კახიძე ადეიშვილის დღის წესრიგს არის მიჩვეული და რა უნდა მოვთხოვო? - ეს განცხადება, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძეზე საუბრისას განაცხადა. იურიდიუ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`