უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 სექტემბერი, 2020 14:20
font-size

ეს არის რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ და გავაგრძელოთ ცხოვრება ჰიგიენის ელემენტარული ნორმების დაცვით - ნათია მეზვრიშვილი

თავიდან საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადეთ იმისთვის, რომ სისტემა მოგვემზადებინა, შეგვეძინა მეტი ცოდნა ვირუსთან დაკავშირებით, შეგვემცირებინა მობილობა და ამ გზით მაქსიმალურად შეგვეკავებინა ვირუსის გავრცელება. მსოფლიო პრაქტიკამაც აჩვენა, რომ ჩვენი სტრატეგია ამ მიმართულებით იყო სწორი, რადგან რეალურად ჩვენ თავიდან ავირიდეთ საკმაოდ დიდი ადამიანური დანაკარგები, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მზაობაში იგულისხმება ის, რომ ქვეყანაში სამედიცინო საშუალებების სრული მარაგია, გადამზადებულია მედპერსონალი, მათ შორის, ჯანდაცვის პირველადი რგოლი და სხვადასხვა მიმართულებებით არაერთი წინგადადგმული ნაბიჯია, თუნდაც საწოლფონდთან დაკავშირებით.

„ხშირად შეკითხვები ისმის იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვგულისხმობთ - მომზადებაში. უკეთეს მზაობაში, დღეის მდგომარეობით, ვგულისხმობთ იმას, რომ რა თქმა უნდა, უფრო მეტია, სამედიცინო საშუალებების სრული მარაგი გვაქვს, გადამზადებულია მედპერსონალი, მათ შორის, ჯანდაცვის პირველადი რგოლი და სხვადასხვა მიმართულებებით გადადგმული გვაქვს წინ ნაბიჯები, იგივე საწოლფონდთან დაკავშირებით და ა.შ. ამიტომ ამ დეტალებზე ბევრს არ ვისაუბრებ. ამ ყველაფრის მიუხედავად ვხედავთ, რომ რეალურად რაოდენობა მზარდია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, ჩვენ არასოდეს გვითქვამს, რომ ვირუსი გაქრა და დავამარცხეთ, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით რომ ვირუსი არსად გამქრალა, ამას ცალკე აღებული ქვეყანა ვერ დაამარცხებს, ამის ილუზია ჩვენ არ უნდა გვქონდეს. საზოგადოებამ ეს კარგად უნდა გაიგოს, მანამ სანამ ვირუსთან ბრძოლის ეფექტიანი, გლობალური საშუალება არ იქნება შექმნილი, ან ვაქცინა არ იქნება, ამიტომ ეს არის რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ და გავაგრძელოთ ცხოვრება ჰიგიენის ელემენტარული ნორმების დაცვით,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი