უახლესი ამბები
- 25.04.2024 17:07საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი
- 25.04.2024 14:27ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო
- 25.04.2024 13:51უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას - ირაკლი კობახიძე
- 25.04.2024 13:43საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს
- 25.04.2024 13:33პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება
- 25.04.2024 13:21ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად, ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია - მიხეილ სააკაშვილი
- 25.04.2024 12:59საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
სამართალი
ეს არის სისტემური დანაშაული, რომელიც ჩამოაყალიბა “ქართულმა ოცნებამ” - გიორგი ვაშაძე
ეს ხალხი არაფერს გამოიძიებს. ვხედავთ, რომ გამოძიების სანაცვლოდ, აბსურდის თეატრს დგამენ, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას” საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ფარულ ჩანაწერების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, „ქართული ოცნება“, გამოძიების ნაცვლად, აბსურდის თეატრს დგამს.
„ყოველდღიურად ვხედავთ დამადასტურებელ ფაქტებს, თუ რა დანაშაულებრივ სისტემაში ვცხოვრობთ, ეს არის სისტემური დანაშაული, რომელიც ჩამოაყალიბა “ქართულმა ოცნებამ”. ამ სისტემაში ჩართულია სასჯელაღსრულება, იუსტიცია, შს სამინისტრო, პროკურატურა და ა.შ. ამის პასუხი არის 28 ოქტომბრის არჩევნები.
ეს ხალხი არაფერს გამოიძიებს. ვხედავთ, რომ გამოძიების სანაცვლოდ, აბსურდის თეატრს დგამენ. რაც შეეხება შინაარსს, ძალიან საგანგაშოა, რომ ასე ხდება მინისტრების შანტაჟი მათი უკანონო ქმედებების გამო. ძალიან საგანგაშოა ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით პირდაპირი საუბარი, რომელსაც ეს ადამიანი ახდენს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.