უკან

კომენტარი

12 დეკემბერი, 2018 11:45
font-size

ეს არის ვერაგული და ლაჩრული გადაწყვეტილება პროფესიონალებთან მიმართებაში - გიორგი აბაშიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლის ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებაზე გადაყვანას ითვალისწინებს, ლაჩრულს, ვერაგულს, დისკრიმინაციულსა და ანტიკონსტიტუციურს უწოდებს.

როგორც გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, ამ გადაწყვეტილებაში ერთი მარცვალიც რომ იყოს სწორი, ის თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს საქართველოს პარლამენტზეც და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაზეც.

“ეს არის მორიგი დარტყმა პრეზიდენტის ინსტიტუტზე უკვე მერამდენე, სათვალავი ამერია. მინდა, მათ ვურჩიო, რომ ამდენ უბადრუკ მცდელობას, ჯერ კიდევ ხომ აქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ადგნენ და მთლიანად გააუქმონ პრეზიდენტის ინსტიტუტი. ვთქვათ, რომ პრეზიდენტს ჩვენ აღარ ვირჩევთ და დაისვენებენ თავადაც, რადგან ძალიან ბევრს წვალობენ. მინდა პირდაპირ ვთქვა, ეს არის ვერაგული და ლაჩრული გადაწყვეტილება პროფესიონალებთან მიმართებაში, რომლებიც აქ, ამ შენობაში არიან. მაგრამ მესმის, მათ მაღალი დონის პროფესიონალებთან, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან, პროფესიული საუბარი გაუჭირდებათ.

გადაწყვეტილება ცალსახად დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციურია, ამიტომ იღებენ ასეთ ლაჩრულ გადაწყვეტილებას, მაგრამ ერთი მარცვალიც რომ იყოს მასში სწორი, მაშინ, ეს გადაწყვეტილება თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს საქართველოს პარლამენტზე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაზე.

მინდა, ამ აბსურდის, ე.წ. ავტორებს ვუთხრა, რომ კარგი იქნებოდა ვიდრე ისინი აბსურდს ჰქმნიდნენ, პირველი კურსის იურიდიული ფაკულტეტის დამწყებ სტუდენტებთან ათ წუთიანი კონსულტაცია მაინც გაევლოთ, რომ საკუთარ აბსურდში ეს ახალგაზრდები მათ დაარწმუნებდნენ”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

ნებისმიერ ვირუსს შესაძლებელია გამოეწვია მეორე გარდაცვლილი პაციენტის მდგომარეობის დამძიმება და ლეტალური გამოსავალი - ლევან რატიანი

5 აპრილი, 2020 , 13:04

„კორონავირუსით გარდაცვლილი ქალი თანმხლები დაავადებებით გართულებების მაღალ რისკს მიეკუთვნებოდა,“ - აცხადებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ლეტალური შედეგი

ყველაფერი, რაც იმ ღამეს მოხდა, არის ჩემი პირადი პასუხისმგებლობა და ჩვენ ყველამ ერთად მაშინ გადავარჩინეთ ქვეყანა - გიორგი გახარია

4 აპრილი, 2020 , 14:50

არც ერთი უკანონო ბრძანება 20 ივნისის ღამეს არ გაცემულა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. „გავეცანი სახალხო დამცველის დასკვნას 20 ივნისთან დაკ

გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებაზე - ეს ხალხი, პოლიტიკური ჭორაობის გარდა არაფერს აკეთებს და თუ რეისის ორგანიზების თავი არ აქვთ, ეს ფული გადარიცხონ ფონდში

4 აპრილი, 2020 , 14:25

ჩვეულებრივი ავიარეისის გაკეთება ევროპის ერთი ქალაქიდან თბილისში, უმარტივესი პროცედურაა და ეს ხალხი, ამ პოლიტიკური ჭორაობის გარდა არაფერს აკეთებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში ჟურნა

ოზურგეთის მერიაში პრემიების გაცემის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი ზომები იქნება მიღებული - გიორგი გახარია

4 აპრილი, 2020 , 14:25

ეს ფაქტი თუ დადასტურდა, მიმაჩნია კატეგორიულად მიუღებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს, ოზურგეთის მერიაში პრემიების შესაძლო გაცემის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა

ერთი კოვზით ზიარება - სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება და ამაზე დამთავრდა მსჯელობა - ანდრია ჯაღმაიძე

3 აპრილი, 2020 , 17:44

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ერთი კოვზით ზიარების პრინციპი არ შეუცვლია არც ერთ ეკლესიას. სასულიერო პირის განმარტებით, სინდომა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ამაზე მსჯელობა დასრ

მოვუფრთხილდეთ ერთმანეთის ფსიქიკას - პაატა იმნაძე

3 აპრილი, 2020 , 17:25

ხალხი არის დაძაბული და კიდევ დიდი ხანი ვიცხოვრებთ ასეთ რეჟიმში. ერთი და იგივე კითხვები ძაბავს მოსახლოებას, ფსიქიკას კიდევ უფრო, - ამის შესახებ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაც