უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 მარტი, 2021 10:53
font-size

ეს დაპირისპირების გზაა და ეს ხელისუფლების არჩევანია - თემურ შაშიაშვილი

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თეიმურაზ შაშიაშვილი, რომელიც მეცნიერებთან ერთად, აქტიურადაა ჩართული რიონის ხეობის დაცვაში, მწვავე შეფასებას აძლევს ქუთაისის მაჟორიტარის, ზაზა ლომინაძის განცხადებას, რომ „ერთადერთ პრობლემა ნამახვანჰესის მიმართ მოსახლეობის დაბალ ინფორმირებულობაშია“.

„ ვწუხვარ,რომ ამას ამბობს დეპუტატი, რითაც უამრავ ადამიანს გვაყენებს შეურაცხყოფას. ანუ, მოსახლეობას არასწორ ინფორმაციას ვაწვდით და ხალხი მოტყუებით შეიკრიბა 28 თებერვალს ქუთაისში?! მე კი ვიტყვი, რომ სწორედ ცუდად ინფორმირების ბრალია, რომ რიონის ხეობის დასაცავად მთელი საქართველო არ დგას ფეხზე.

მივმართავ პარლამენტს, მთავრობას, გამოაქვეყნეთ დღემდე ხალხისთვის დამალული 2019 წლის 21 ნოემბრის პრემიერის დადგენილება, თურქულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და გარწმუნებთ, მთელი საქართველო დადგება ფეხზე!“ - განაცხადა შაშიაშვილმა.

მან სატელევიზიო დებატებში გამოიწვია ამ განცხადების ავტორი, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები.

„ხალხი გააცნობიერებს, რა ანტიქართული დოკუმენტებია მიღებული! პირდაპირ ვამბობ ,ყოველგვარი განხილვა , თუნდაც პირდაპირ ეთერში , სამთავრობო დოკუმენტების პრესაში გამოქვეყნებისა და განსხვავებული აზრის წარმომადგენელთა სხდომის მუშაობაში მონაწილეობის გარეშე, ხალხის მოტყუებაა და მეტი არაფერი... ეს დაპირისპირების გზაა და ეს ხელისუფლების არჩევანია, რადგან ხეობის წარმომადგენლებიც, მეცნიერთა კონგრესიც, თითქმის ერთი წელია, ვითხოვთ ამ პროცესის სრულ გამჭირვალობას და თანამშრომლობის გზით, ხალხთან დათათბირებით და პროფესიონალთა რჩევებზე დაყრდნიბით, ქვეყნის სასარგებლოდ მის გადაწყვეტას!“ - აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი