უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 ივნისი, 2018 14:50
font-size

ეს ფარდული რომ არ დანგრეულიყო, ზუსტად დადგინდებოდა,რამდენად შეეძლო გ.ჯ-ს, რომ 12 ჭრილობა მიეყენებინა ჩემი შვილისთვის - ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, ფარდული ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხს ინახავდა, კონკრეტულად, როგორ და რა მდგომარეობაში მიაყენეს მრავლობითი ჭრილობები მის შვილს.

„მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი შვილი იყო 1.95 სიმაღლეში, ხოლო ამ ფარდულის მაქსიმალური სიმაღლე, როგორც დოკუმენტებშია მითითებული, 1.30-1.40 მეტრი. თუნდაც ყოფილიყო 1.60 მეტრის, არც ერთი ბავშვი არ არის 1.60 მეტრზე დაბალი. ჩნდება კითხვა, ეს ყველა ბავშვი ერთად როგორ მოთავსდებოდა ამ ფარდულში და მოხდა თუ არა ჩემი შვილის მკვლელობა ფარდულის შიგნით და არა გარეთ? ეს ფარდული რომ არ დანგრეულიყო, ზუსტად დადგინდებოდა, იქ ყოფნისას ჩემი შვილის მდებარეობა - რომელ მხარეს იდგა, საით იყო შეტრიალებული, რამდენად შეეძლო გ.ჯ-ს, რომ 12 ჭრილობა მიეყენებინა, რამდენად შეეძლო მიხეილ კალანდიას მისთვის ჭრილობების მიყენება და ზოგადად, რამდენი ადამიანის მოთავსება შეიძლებოდა ამ 5 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომაზე.

მისივე თქმით, როდესაც ფარდულის დანგრევის მიზეზის გარკვევას შეეცადა, გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ კი უპასუხა, რომ ფარდული კერძო საკუთრება იყო და ხელის შეშლის უფლება არ ჰქონდათ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქალაქეები ხელისუფლებისგან ეკოლოგიურ საკითხებზე გამკაცრებულ რეგულაციებს ითხოვენ

22 სექტემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია „SoS მოწამლული ჰაერი“ იმართება. აქციის მონაწილეები მთავრობისგან ითხოვენ გამკაცრებული ტექდათვალიერების აღსრულებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებას, საწვავშ

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა

22 სექტემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის ტრიუმფით დასრულდა. სპორტულ კომპლექს „ახალ თბილისში“ მდებარე ფრენბურთის არენაში გამართულ შეჯიბრებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ს

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა

22 სექტემბერი, 2018 , 17:40

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში უმაღლესი სასწავლებლები და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებები სხვ

ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით

22 სექტემბერი, 2018 , 17:15

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის წესი გააცნო დღეს მედიას საარჩევნო ადმინისტრაციამ. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძ

მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე

22 სექტემბერი, 2018 , 16:35

საერთო სასამართლოების ადმინისტრაციული საქმეების განმხილველი მოსამართლეებისთვის საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს ბორჯომში. ღონისძიება დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ,

თემირლანის საფლავთან ამომივიდნენ, აქ უნდოდათ დოლ-გარმონის გამართვა - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა

22 სექტემბერი, 2018 , 15:55

დღეს „პანკისობა 2018“-ის დღესასწაული ჩაიშალა. ამის მიზეზი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის და ადგილობრივების მწვავე პროტეტსტი გახდა. თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი, აცხადებს, რომ მისი შვილის საფ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`