უახლესი ამბები
- 16.04.2021 22:35“სასიცოცხლოდ აუცილებელი კვლევების ჩატარებაზე მივიღე უარი” - პროკურატურამ ნიკა გვარამია ავსტრიაში სამკურნალოდ არ გაუშვა
- 16.04.2021 22:19აქტივისტებმა მუმლაძის გირაოს თანხა ააგროვეს - ოცნების ოფისთან დაკავებულმა საპატიმრო დატოვა
- 16.04.2021 22:05გიორგი გახარია კელი დეგნანს შეხვდა
- 16.04.2021 20:57სახალხო დამცველი მსახიობ ნინუცა მაყაშვილზე შესაძლო ოჯახური ძალადობის ფაქტს და მასზე შესაბამისი უწყებების მხრიდან განხორციელებულ რეაგირებას შეისწავლის
- 16.04.2021 19:56ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა
- 16.04.2021 19:42„ნაციონალური მოძრაობა“ ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს
- 16.04.2021 19:23დოკუმენტზე ხელმოწერისთვის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში კრისტიან დანიელსონის მონაწილეობა აუცილებელია - მამუკა ხაზარაძე
- 16.04.2021 19:14დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი მენაბდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- 16.04.2021 18:05ხელისუფლება მის მიერ მუდმივ მარგინალიზების პროცესში მყოფ ოპოზიციას `ნამუსზე` ვერ შეაგდებს - გოჩა მირცხულავა
- 16.04.2021 17:50რას ითვალისწინებს კრისტიან დანიელსონის დოკუმენტი
არქივი
პოლიტიკა


ეს იყო ჩემი მცდარი წარმოდგენა, აბსოლუტურად არასწორი - თამარ ჩუგოშვილი „იბერიაზე“
უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა შეცდომა უწოდა 2 დღის წინანდელ განცხადებას, რომ ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით გავრცლებული აუდიოჩანაწერები, რომლებშიც ფიგურირებენ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, 5 წლის წინანდელია.
„იბერიასთან“ საუბრისას ჩუგოშვილმა ასევე ისაუბრა თბილისის პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე ამ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით.
„ეს იყო ჩემი მცდარი წარმოდგენა, აბსოლუტურად არასწორი. ამაზე უფრო კითხვის ფორმაში ვისაუბრე ჟურნალისტებთან, მაგრამ ამან შეცდომაში შეიყვანა ბევრი ადამიანი. განვმარტე კიდევაც და ბოდიშიც მოგიხადეთ, იმიტომ რომ ჩემგან წამოვიდა ეს არასწორი ინფორმაცია.
ამ გამოძიების პროცესში დადგინდება, როგორც ჩანაწერის ავთენტურობა, ასევე ბევრი სხვა გარემოება, მათ შორის კავშირები. ეს კავშირები შეიძლება იყოს გამოკვეთილი სხვადასხვა ერთეულთან, მათ შორის ტელეკომპანიასთან დაკავშირებით.
მე მგონია, რომ ამ გამოძიების დაწყებას საკმარისი საფუძველი აქვს იმისთვის, რომ გავარკვიოთ, რასთან გვაქვს საქმე, რა ხდება ფირზე, რეალური არის თუ არა და ა.შ.. - ყველა ის კითხვა, რასაც თქვენ გაქვთ და სხვებსაც, მეც , მათ შორის.
ამიტომ, მგონია, რომ გამოძიების დაწყება კარგის ნიშანია და მოგვცემს ჩვენ ყველას შესაძლებლობას, გავიგოთ მეტი იმაზე, რაზეც თქვენ რამდენიმე დღეა საუბრობთ“, -თქვა ჩუგოშვილმა და აღნიშნა, რომ „კითხვის ნიშნებს ეს ჩანაწერები ყველასთვის აჩენს და ამ კითხვებს პასუხები სჭირდება“.
საკვანძო სიტყვები:

გიორგი გახარია კელი დეგნანს შეხვდა
16 აპრილი, 2021 , 22:05

„ნაციონალური მოძრაობა“ ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს
16 აპრილი, 2021 , 19:42

დოკუმენტზე ხელმოწერისთვის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში კრისტიან დანიელსონის მონაწილეობა აუცილებელია - მამუკა ხაზარაძე
16 აპრილი, 2021 , 19:23
ხელისუფლება მის მიერ მუდმივ მარგინალიზების პროცესში მყოფ ოპოზიციას `ნამუსზე` ვერ შეაგდებს - გოჩა მირცხულავა
16 აპრილი, 2021 , 18:05
რას ითვალისწინებს კრისტიან დანიელსონის დოკუმენტი
16 აპრილი, 2021 , 17:50

თუ თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ან მხარდაჭერას ვერ მივიღებთ, მზად ვართ ოპოზიციის მოთხოვნა არჩევნებთან დაკავშირებით განვიხილოთ - არჩილ თალაკვაძე
16 აპრილი, 2021 , 17:50