უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 ოქტომბერი, 2017 12:55
font-size

ეს იყო ჩვენი მზაობის დემონსტრირება კონსენსუსისთვის - ეკა ბესელია დღევანდელ შეხვერდაზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, დღეს პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილი შეხვედრა ადასტურებს, რომ მმართველი გუნდი მზადაა კონსესუსისთვის.

„ჩვენ არ გვჭირდება ეს ვეტო, ჩვენ არ გვითხოვია არავისთვის ამ დამატებითი ცვლილებების თაობაზე შემხვედრი ნაბიჯის გადმოდგმა. ეს იყო ჩვენი მხრიდან არა ჩვენი სურვილის დემონსტრირება, ეს იყო ჩვენი მზაობის დემონსტრირება კონსენსუსისთვის“, - უთხრა ჟურნალისტებს ბესელიამ.

ახლად მიღებულ კონსტიტუციაზე სასაუბროდ პრეზიდენტი მმართველ გუნდს დღეს 16 საათზე პრეზიდენტის სასახლეში შეხვდება.

შეგახსენებთ, კონსტიტუციის მიღების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შესთავაზა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ვეტო დაადოს ორ საკონსტიტუციო ცვლილებას. ერთ-ერთი მათგანი ეხება ბონუსის მექანიზმის გაუქმებას, ხოლო მეორე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთჯერადად ბლოკების შესაძლებლობის დატოვებას. მან აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სალაპარაკოდ მზადაა, ქვეყნის პირველ პირს შეხვდეს.

ახალი კონსტიტუცია საქართველოს პარლამენტმა 26 სექტემბერს მიიღო.

ანა მებურიშვილი

გიორგი ქობულიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღე მე - მამუკა ბახტაძე

19 აპრილი, 2019 , 15:40

საქართველოს პრემეირ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ გიორგი ქობულიასთან გუშინაც ჰქონდა შეხვედრა და დღესაც ექნება მთავრობის სხდომის შემდეგ. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა ჟურნალის

ნათია თურნავას ამბიციური და მკაცრი დავალებები ექნება შესასრულებელი - მამუკა ბახტაძე

19 აპრილი, 2019 , 14:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა წარადგინა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, დავალებები, რომელიც ახალ მინისტრს ექნება შესასრულებელი იქნება ამბიციურ

საქართველოსა და სერბეთს შორის ევროინტეგრაციის საკითხებზე ორმხრივი დიალოგი გაიმართა

19 აპრილი, 2019 , 13:30

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და სერბეთს შორის ევროინტეგრაციის საკითხებზე ორმხრივი დიალოგის მორიგი შეხვედრა გაიმართა. სერბეთის დელეგაციას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში სერბეთის მთავარი მომლაპ

პრეზიდენტი გაერო-სთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა

18 აპრილი, 2019 , 15:20

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-სთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. საქართველოს პრეზიდენტმა გაერო-სთან ფინეთის, ეკვადორის, დომინიკის რესპუბლიკის, მარშალის კუნ

ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობა საბოლოოდ ფორმდება - ნინო ბურჯანაძე

18 აპრილი, 2019 , 15:05

თუ ბიძინა ივანიშვილი არ გააცნობიერებს საარჩევნო სისტემის შეცვლის აუცილებლობას, არ გააცნობიერებს რას ნიშნავს ქვეყანას ჰყავდეს დამოუკიდებელი სასამართლო და სამართლიანი, მოუსყიდავი მოსამართლეები, ქვეყანა აუცილებლად დესტაბილი

პრეზიდენტი გაერო-სთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა

18 აპრილი, 2019 , 15:05

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-სთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. საქართველოს პრეზიდენტმა გაერო-სთან ფინეთის, ეკვადორის, დომინიკის რესპუბლიკის, მარშალის კუნ

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019