უკან
კომენტარი
24 ოქტომბერი, 2018 16:50
ეს იყო გულწრფელი, პატრიოტი კაცის ინტერვიუ - სოფიო კილაძე
ქვეყანაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით "რუსთავი 2"- ის პასუხისმგებლობაზე საუბრობს მმართველი გუნდი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმიანება ამბობს, რომ ხდება პროპაგანდა, რომ "ქართული ოცნება" ანგრევს ქვეყანას, რაც აბსურდია.
„ეს იყო გულწრფელი, პატრიოტი კაცის ინტერვიუ, რომელმაც ისაუბრა ძალიან გულწრფელად საჭირბოროტო პრობლემებზე. ეს არის სამართლებრივი საკითხები. თუ არსებობს რაიმე კონკრეტული მტკიცებულებები ამას უნდა მოყვეს რეაგირება, მაგრამ როგორც ვხედავთ და აბსოლუტურად სწორი იყო ის თავის შეფასებებში, ხდება პროპაგანდა იმისა, რომ იქცევა ქვეყანა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს ანგრევს და თქვენ თითქმის არასდროს არ აშუქებთ მეორე მხარეს და რა არის სიმართლე,“- განაცხადა სოფო კილაძემ.