უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 დეკემბერი, 2017 16:30
font-size

ეს იყო პოპულისტური განცხადება - მიხეილ ჯანელიძე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს

„ეს იყო პოპულისტური განცხადება“, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი ჯანელიძე ოპოზიციის კრიტიკას, რომელმაც გიგა ოთხოზორიას მკვლელის საქმესთან დაკავშირებით მთავრობა არასათანადო რეაგირებაში დაადანაშაულა.

„ეს იყო პოპულისტური განცხადება გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც იყო ყველა ჩვენგანისთვის უმძიმესი ფაქტი და ძალიან დიდი ტკივილი. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, თითოეული მათგანი ძალიან კარგად არიან ინფორმირებულნი, ან უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, თუ რა კეთდება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ასევე მთავრობის მხრიდან ამ საქმის ირგვლივ, მიუხედავად ამისა, ისინი დაკავდნენ პოპულისტური განცხადებებით. საუბრობდნენ, რომ საკითხზე უნდა მოვახდინოთ კომუნიკაცია ევროპარლამენტთან მაშინ, როცა ეს ორგანიზაცია არანაირ კავშირში არ არის ამ საკითხთან. მე დღეს თან მაქვს ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, რეზოლუცია და განცხადება, რომელიც გაკეთებულია ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს, ჩვენი პარტნიორების, ევროპის საბჭოსა და სხვათა მიერ. ეს არის არა მხოლოდ განცხადებები, არამედ გადაწყვეტილებები, სადაც ხაზგასმით არის დაგმობილი როგორც თვითონ მკვლელობის ფაქტი, ასევე დაგმობილია ის რეაქცია და რეაგირება, რაც საოკუპაციო რეჟიმს ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ მათ ვთხოვთ, რომ კარგად გაერკვნენ, რას ნიშნავს რეაგირება საერთაშორისო ფორმატებში, რომელ ფორმატებში უნდა მოხდეს საკითხზე რეაგირება და სად არის ამის ადგილი“, - განუცხადა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს.

ბრალდებები გუშინ მთავრობისა და საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრაზე გაისმა.

2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან სოფელ ხურჩაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. „მესაზღვრის“ მიერ საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას ტრაგიკული მკვლელობის შემდეგ, ქართული მხარე ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში, ორმხრივ თუ მრავალმხრივ დონეზე მუდმივად აყენებდა მისი მკვლელის დასჯის აუცილებლობის საკითხს.

აღნიშნული საკითხი იდგა 36-ე რაუნდიდან მოყოლებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ყველა რაუნდზე. ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში.

ქართული მხარის მიერ განცხადებები კეთდებოდა როგორც ეუთოში (2016-2017 წლებში გაკეთდა 6 განცხადება), ასევე ევროპის საბჭოში (4 განცხადება) და გაეროში - გენერალურ ასამბლეაზე (2016 წლის 7 ივნისი) და ადამიანის უფლებათა საბჭოში (2016 წლის 13 ივნისი, 2017 წლის 27 სექტემბერი).

ქართული მხარის აქტიური ძალისხმევით საკითხი მუდმივად დგას საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში. უამრავი განცხადება გაკეთდა ჟენევის თანათავმჯდომარეების, ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს და აშშ-ის მიერ, ასევე საკითხი აისახა არაერთ ანგარიშში, რეზოლუციასა თუ განცხადებაში.

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

23 აპრილი, 2024 , 08:21

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. „წლის განმავლობაში ქართველები ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით გამოდიოდნენ. ასევე, კანონპროექტის წინააღმდ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი