უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 თებერვალი, 2020 19:06
font-size

ეს იყო ქვეყნის დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ატილა მესტერჰაზი საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ამის შესახებ გამოქვეყნებულია ოფიციალური განცხადება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ გვერდზე.

„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა აღიარებს საქართველოს სწრაფვას გახდეს ნატო-ს წევრი და მხარს უჭერს მას ამ გზაზე მჭიდრო დიალოგითა და საქართველოს პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობის გზით.

ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, რომ ნატო დაფუძნებულია დემოკრატიის პრინციპებზე, ინდივიდუალურ თავისუფლებასა და კანონის უზენაესობაზე. ამ პრინციპების ერთგულება ასევე მოიცავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გამართვასა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ქონას, რაც აუცილებელი შემადგენელი ნაწილია ინტეგრაციის პროცესისა. მომავალი საპარლამენტო არჩევნები არის საქართველოსთვის შესაძლებლობა, რომ აჩვენოს, ის ერთგული რჩება ამ ღირებულებების. ვწუხვარ, რომ არ შესრულდა დაპირება 2020 წელს გამართულიყო სრულად პროპორციული საპარლამენტო არჩევნები. ეს იყო ქვეყნის დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ატილა მესტერჰაზი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებასაც ეხმაურება. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უგულავასთან დაკავშირებით ბადებს შეკითხვებს და აღრმავებს შეშფოთებას.

„უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გიგი ოპოზიციის ლიდერ, გიგი უგულავასთან დაკავშირებით აჩენს შეკითხვებს და იწვევს შეშფოთებას. ვშიშობ, რომ ის გარემოებები, რომელიც თან ახლდა გადაწყვეტილებას კიდევ უფრო გააღრმავებს პოლიტიკურ პოლარიზაციასა და დაძაბულობას, რაც დიალოგს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით რისკის ქვეშ აყენებს. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ შექმნან პირობები ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დიალოგის განახლებისთვის, იმისთვის, რომ აღდგეს ხალხის ნდობა და უზრუნველყოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რომელიც შეესაბამება, საერთაშორისო სტანდარტებს“,-წერს მესტერჰაზი.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ამბიციური მიზანია, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ -ირაკლი კობახიძე

29 მარტი, 2024 , 16:30

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ამბიციური მიზანი არის ის, რომ ჩვენ გვინდა, ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია საბოტაჟი, ერთადერთი მიზანია, რომ არჩევნებს რაღაცნაირად შეექმნას საფრთხე, პრობლემა - პრემიერ-მინისტრი

29 მარტი, 2024 , 15:54

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ აკრიტიკებს პრეზიდენტს. ამჯერად ცესკოს თავმჯდომარესთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, არასამათვრობო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენ

არ არის საკმარისი, მხოლოდ ვამაყობდეთ ჩვენი დიასპორით, საჭიროა დროზე მივცეთ მათ ის საშუალება, რაც ეკუთვნით - საარჩევნო უფლება - პრეზიდენტი

29 მარტი, 2024 , 15:41

"არ არის საკმარისი, მხოლოდ ვამაყობდეთ ჩვენი დიასპორით, საჭიროა დროზე მივცეთ მათ ის საშუალება, რაც ეკუთვნით - საარჩევნო უფლება", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარ

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

29 მარტი, 2024 , 11:46

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რინა კალიურანდს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თ

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი