უკან
უახლესი ამბები
არქივი
კომენტარი
21 დეკემბერი, 2017 13:00
ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, რაზეც პრემიერმა ძალიან ღირსეულად უპასუხა - ირაკლი სესიაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი გიორგი კვირიკაშვილის და ნიკა მელიას დაპირისპირებას გამოეხმაურა.
დეპუტატის შეფასებით, ენმ-ის წევრების ქმედებები იყო სამარცხვინო, პრემიერის პასუხი კი - ღირსეული.
„ნაციონალური მოძრაობა“ მთელი თავისი მმართველობის მანძილზე პროვოკაციებით მართავდა ამ ქვეყანას და ამის გამო ჩვენი ქვეყანა რამდენჯერმე აღმოჩნდა საფრთხის და გარკვეული რისკების წინაშე, ზუსტად იგივე მეთოდოლოგიით, ზუსტად იგივე განწყობით რჩებიან ოპოზიციაში. გუშინ იყო სირცხვილი მათი ქცევა, ჩემი აზრით, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, რაზეც პრემიერმა ძალიან ღირსეულად უპასუხა“- განაცხადა სესიაშვილმა.