უკან

საზოგადოება

31 იანვარი, 2017 15:15
font-size

ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი თუ ეს იქნება დამოუკიდებელი სამსახური - გუგული მაღრაძე

ბლოკი „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გუგული მაღრაძე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, რომლის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედებისთვის ახალი ორგანო შეიქმნება.

მაღრაძის თქმით, ეს საკითხი საერთო შეთანხმების შედეგად უნდა გადაწყდეს.

„ეს წინადადება უკვე წინგადადგმული ნაბიჯია, როცა ეს საკითხი განიხილებოდა, ძირითადი თემა იყო ის, თუ სად იქნებოდა გასაღები. უცებ გადასვლა საკმაოდ რთულია ასეთ სტრუქტურაზე. ამ ეტაპზე, ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი, თუ ეს იქნება დამოუკიდებელი სამსახური, თუმცა ეს საკითხი ჯერ ისევ საკამათოა, მთლად დამოუკიდებელი იქნება, თუ რომელიმე ორგანიზაციას შეუერთდება. პიროვნულად, შეიძლება გქონდეს სხვა მოსაზრება, მაგრამ უნდა გაითვალისწინო გუნდის პოზიცია,“- განაცხადა მაღრაძემ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ უმრავლესობამ დახურულ შეხვედრაზე წარადგინა პროექტი, რომლის თანახმად, ფარულ მოსმენებს ახალი დამოუკიდებელი უწყება განახორციელებს. უწყებას საგამოძიებო ფუნქცია არ ექნება და ის იქნება ანგარიშვალდებული პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე. ორგანოს ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. უწყება უსაფრთხოების სამსახურთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება.

კამპანიაში „ეს შენ გეხება“ შემავალი არასამთავრობოების განცხადებით, უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ფარულ მოსმენებზე არ უნდა ჰქონდეს წვდომა იმ ორგანოს, რომელიც საგამოძიებო სამსახურს ექვემდებარება.

არასამთავრობო სექტორის თქმით, თუ უმრავლესობა გუშინ წარდგენილ მოდელს დაამტკიცებს, ისინი კვლავ სასამართლოს მიმართავენ.

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის მიერ ხსენებულ სასამართლოს ვერდიქტს, 2016 წლის აპრილში საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ომბუდსმენისა და მესამე სექტორის სარჩელები პარლამენტის წინააღმდეგ. გადაწყვეტილების თანახმად, ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად იქნა აღიარებული. საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტს 2017 წლის 31 მარტამდე მისცა ვადა, რომ შეცვალოს არსებული კანონმდებლობა.

ანა მებურიშვილი

20.02.2020 - საკრალური რიცხვია - რიტუალი, რომელიც ამ დღეს უნდა გააკეთოთ

20 თებერვალი, 2020 , 10:50

2020 წლის თებერვალში, სურვილების ასრულებისთვის 2 მნიშნელოვანი თარიღი დაფიქსირდა, რაც 101 წელიწადში ერთხელ ხდება. ესენია 02.02.2020 და 20.02.2020. როგორც "დაიჯესტს" ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა განუცხადა, კარგია თუ თებერვლ

მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება - ვანო მერაბიშვილი

20 თებერვალი, 2020 , 10:40

ზუსტად 9 წელიწადი და ექვსი თვე ვიმყოფებოდი ამ საპატიმროში სამარტოო საკანში. მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე, უპირველეს ყოვლისა, არ წავედი კომპრომისზე ჩემი საკუთარი თავის მიმართ, – ამის შეს

2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ

19 თებერვალი, 2020 , 17:45

2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის (გარდა სახელოვნებო, ასევე ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგ

ქართულ მრავალხმიანობასა და ქართული სუფრას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

19 თებერვალი, 2020 , 17:45

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს - „ქართულ მრავალხმიანობასა“ და „ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა)“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა, რაც ხელს შეუ

უმუშევრობა 10.9%-მდე შემცირდა - რატომ და ვის თვლის საქსტატი დასაქმებულად?

19 თებერვალი, 2020 , 17:35

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 10.9%-მდე შემცირდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით ნაკლები იყო. მეტიც, ეს ს

აზერბაიჯნში გამოფენა - „საქართველო - აზერბაიჯანის მეგობრობა თაობიდან - თაობამდე” გაიმართა

19 თებერვალი, 2020 , 17:35

აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს, „ჰეიდარ ალიევის ცენტრისა“ და აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის თანამონაწილეობით, ქ. ბაქოში გაიმართა გამოფენა, სახელწოდებით - ”საქართველო - აზერბაიჯანის მეგობრობა თაობიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`