უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

8 აპრილი, 2020 17:05
font-size

ეს ის მომენტია, როცა ღარიბები უნდა დავინახოთ - რომის პაპი

“ეს კრიზისი ჩვენ ყველას შეგვეხო, მდიდრებსა და ღარიბებს. ჩვენ ან ვიქნებით თანმიმდევრულნი ჩვენს მრწამსში, ან ყველაფერს დავკარგავთ. ეს ის მომენტია, როცა ღარიბები უნდა დავინახოთ,” - ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანსისკემ The Tablet-თან ინტერვიუში კორონავირუსის პანდემიაზე საუბრის დროს განაცხადა.

„ჩვენ პასუხი არ გავეცით იმ კატასტროფებზე, რომელიც მოხდა. ვინმე საუბრობს ავსტრალიის ხანძრებზე? ვინმეს ახსოვს, რომ ნავმა შესაძლოა ჩრდილოეთ პოლუსი გადალახოს, რადგან იქ ყინული დნება? ვინ საუბრობს ახლა წყალდიდობებზე? არ ვიცი, ეს შურისძიებაა თუ არა, მაგრამ ეს ბუნების პასუხია.

ეს კრიზისი ჩვენ ყველას შეგვეხო, მდიდრებსა და ღარიბებს. ჩვენ ან ვიქნებით თანმიმდევრულნი ჩვენს მრწამსში, ან ყველაფერს დავკარგავთ. ეს ის მომენტია, როცა ღარიბები უნდა დავინახოთ. უფალმა თქვა, ის, ვინც ღარიბებს მუდამ დაეხმარება, ის მართალ იქნება. ისინი ჩვენი რეალობის ნაწილნი არიან და ამას ვერ უარვყოფთ. მაგრამ, ღარიბებს თითქოს ვერ ვხედავთ.

იცით, ახლახანს რომის შუაგულში პოლიციელმა უთხრა კაცს, აქ რატომ ხარ, წადი სახლში და მან უპასუხა, მე სახლი არ მაქვს, ქუჩაში ვცხოვრობ… ღარიბთა დანახვა ნიშნავს, რომ მათი ადამიანური ცხოვრება აღადგინო. ისინი ნივთები არ არიან, ისინი ნაგავი არ არიან, ისინი ადამიანები არიან. ჩვენ მათ ხშირად ისე ვექცევით, როგორც გადარჩენილ ცხოველებს. არ შეიძლება მარტო ნაწილობრივი კეთილდღეობის პოლიტიკა გქონდეს. ახლა სწორედ ის დროა, რომ მათთვის მიწის ქვეშ ჩახვიდე“

აზერბაიჯანი: კორონავირუსის 149 ახალი შემთხვევა, 2 გარდაცვლილი

25 მაისი, 2020 , 17:05

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 149 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობა 4 271-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდ

რუსეთი: კორონავირუსის 8946 ახალი შემთხვევა, 92 გარდაცვლილი

25 მაისი, 2020 , 12:31

რუსეთში, ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსის 8946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 353 427-ს მიაღწია. ამასთან, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსით 92 ადამიანი და

სომხეთი: კორონავირუსის 452 ახალი შემთხვევა, 6 გარდაცვლილი

25 მაისი, 2020 , 11:53

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 452 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ბოლო დღე ღამეში ვირუსს კიდევ ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, და

აზერბაიჯანი: კორონავირუსის 127 ახალი შემთხვევა, 3 გარდაცვლილი

23 მაისი, 2020 , 17:05

აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 127 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 107 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სამი კი, გარდაიცვალა. დღევანდელი მონაცემებით, აზერბაიჯანში „კოვიდ-19“

სკანდალი სომხეთში: ფაშინიანი და მისი კაბინეტის წევრები ბანკეტზე პირბადეების და სოციალური დისტანციის გარეშე

23 მაისი, 2020 , 14:53

სომხეთში სკანდალი გამოიწვია იმ ფოტოს გამოქვეყნებამ, რომელზეც აღბეჭდილია ამ დღეებში მთიან ყარაბაღში, "პრეზიდენტის" ინაუგურაციის შემდეგ მოწყობილ ბანკეტზე მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი კა

რუსეთი: კორონავირუსის 9 434 ახალი შემთხვევა, 139 გარდაცვლილი

23 მაისი, 2020 , 13:04

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 9 434 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 335 882-ს მიაღწია. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 139 პაციენტი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხ