უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 ივნისი, 2018 15:40
font-size

ეს ის ოპოზიციაა, რომელიც 33-კაციან სიაში მხოლოდ ორს ხედავს და 31 ადამიანს ვერა - - არჩილ თალაკვაძე

„ეს ის ოპოზიციაა, რომელიც 33 ადამიანისგან შემდგარ სიაში მხოლოდ ორს ხედავს და 31 ადამიანს ვერა - ეს აჩვენებს, თუ რაზე არიან ეს ადამიანები ორიენტირებული“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-კაციან სიაში რამდენიმე შეყვანილი პირი გარდაცვლილი აღმოჩნდა.

თალაკვაძის განმარტებით, საქართველოს მთავრობას სიაში შეყვანილი პირების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალური ცნობები არ მიუღია.

„ჩვენი მხრიდან ცალმხრივად იმის ჩათვლა, რომ ეს ადამიანები გარდაცვლილები არიან, იურიდიულად სწორი არ არის“, - განაცხადა დეპუტატმა.

თალაკვაძემ აღნიშნა, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიას არავითარი კავშირი არ აქვს აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ საზოგადოებასთან, ოჯახებთან და იმ ურთიერთობებთან, რომელიც ქართველებს აფხაზ და ოს ძმებთან აქვს. მან დაამატა, რომ შესაძლოა, სიაში ცვლილებები შევიდეს.

„საკითხის ინტერპრეტაცია არასწორია და უსარგებლო მცდელობაა. ჩვენ სამშვიდობო ინიციატივებს გავაგრძელებთ. რაც შეეხება კრიმინალებსა და დანაშაულის ჩამდენ პირებს, ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან. სია დახურული არ არის, მასში, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს - შესაძლოა, სხვა გვარებიც დაემატოს მას შემდეგ, რაც ტატუნაშვილის მკვლელობაში მონაწილე სხვა პირებს ბრალი წარედგინებათ. ჩვენთვის პრინციპული იყო როგორც ოთხოზორიას, ასევე ტატუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული, ბრალდებული და შესაძლო მონაწილე პირები ყოფილიყვნენ სიაში შეყვანილი და ასეცაა გაკეთებული. თუ აფხაზეთიდან ან ცხინვალიდან სერიოზულ მონაცემებს მივიღებთ, სიის ცვლილებას სერიოზულად განვიხილავთ“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

დროებითმა მთავრობამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია დაამტკიცა, რომელშიც 33 პირი მოხვდა. სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.

ლევან დავითაშვილი შვედეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

13 ნოემბერი, 2019 , 12:46

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შვედეთის სამეფოს ელჩს საქართველოში ულრიკ თიდესტრომს შეხვდა. როგორც „მედიანიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

13 ნოემბერი, 2019 , 11:50

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევ

ცხელი გამოვიდა სხდომა, რადგან თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი - დიმიტრი ხუნდაძე

13 ნოემბერი, 2019 , 11:50

პარტიის თავმჯდომარემ არ მოგვცა საშუალება, სარეიტინგო კენჭისყრაზე დაგვეყენებინა საკითხი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ, რომელსაც

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ფორმირებაზე მუშაობა დაწყებულია -კახა კალაძე

12 ნოემბერი, 2019 , 15:50

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი მნიშვნელოვანია და ამ საკითხზე გუნდში არის თანხვედრა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალ

ივანიშვილის ნება რომ იყოს პატრიარქადაც ქართუს თანამშრომელს დაგვინიშნავდა - თინა ბოკუჩავა

12 ნოემბერი, 2019 , 15:35

"მისი (ივანიშვილის) ნება რომ იყოს, პატრიარქადაც ქართუს თანამშრომელს დაგვინიშნავდა, მაგრამ ასეთი თავნებობა არ გაუვიდა და პატრიარქზე იერიშის მიტანა გადაწყვიტა," - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სომხეთის ელჩს შეხვდა

12 ნოემბერი, 2019 , 12:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩთან, რუბენ სადოიანთან შეხვედრა გამართა. სუს-ის ცნობით, მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს. საუბარი შეეხო სა