უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 ივლისი, 2018 16:25
font-size

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ეკოლოგიური პრობლემები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკური - ფინანსთა მინისტრი სვანების პროტესტზე

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გამოეხმაურა სვანეთში, კერძოდ, სოფელ ხაიშში მოსახლეობის პროტესტს ჭუბერსა და ხაიშში პოლიციის შესვლის წინააღმდეგ.

მაჭავარიანის განმარტებით, სვანეთში მიმდინარე მოვლენები უკავშირდება ტყის დაცვის სტრატეგიას.

მისივე თქმით, მთავრობა აპირებს ხელი შეუწყოს გადაუმუშავებელი ხის მასალის იმპორტს და ამით ექსპორტი შეამციროს.

„იმპორტის ხელშეწყობა შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ეკოლოგიური პრობლემები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - ეკონომიკური. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ტყეს სჭირდება დაცვა. დღევანდელი დღეც ამის დასტურია. ის რაც ხორციელდება დღეს სვანეთში, არის ამ სტრატეგიის ფარგლებში. გასული 2 კვირის განმავლობაში 15 პირია დაკავებული ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ყალბი დოკუმენტაციის დამზადების ბრალდებით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას გააგრძელებს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ამ საქმეზე მაღალი თანამდებობის პირების დაკავება, მაჭავარიანმა უპასუხა, რომ საერთოდ არაფერს არ გამორიცხავს, თუმცა გამოძიების შესახებ მეტ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გაავრცელებს.

ხაიშში ადგილობრივები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების შესვლას აპროტესტებენ, რაც ხე-ტყის უკანონო მოპოვებას უკავშირდება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადების თანახმად, სპეცნაზმის შეყვანა გახდა საჭირო საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხოებისა და საქმიანობის სრულყოფილად შესრულების მიზნით. უწყების ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ახორციელებენ ღონისძიებებს ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა-მხილების მიზნით.

თავის მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ხე-ტყის წარმოება ერთადერთი საარსებო წყაროა. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, ალტერნატიული განვითარების საშუალება მიეცეთ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი