უკან

კომენტარი

26 თებერვალი, 2019 16:57
font-size

ეს კარავი იდგება, ვიდრე ჩემი ძმა არ იქნება განთავისუფლებული - თორნიკე მამალაძე

ჩემი ძმა არის უდანაშაულო და იმ დანაშაულს არასდროს აღიარებს, რაც არ ჩაუდენია, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ საპატრიარქოს განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც თორნიკე მამალაძემ აღნიშნა, მისი აქცია არ არის ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული, მის მიზანი ოჯახის წევრის დაცვაა.

„რაც შეეხება დისკრედიტაციას რაშიც დღეს დაგვადანაშაულეს, არაერთხელ მითქვამს, რომ აქ ჩემი დგომა არ არის ეკლესიის წინააღმდეგ, აქ ჩემი დგომა არის ჩემი ოჯახის წევრის დაცვა. მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ჩემთან პირად საუბრებში მამა ანდრიას არაერთხელ უთქვამს, რომ მას ჩემი წინააღმდეგი არაფერი აქვს. ის თანამიგრძნობს მე აქ დგომაში. სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ განცხადებას, რომ მე დისკრედიტაციაში მადანაშაულებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება არ იქნება. ეს არის იმ ადამიანების განცხადება, ვინც ე.წ ციანიდის საქმის უკან დგანან და ვინც დღემდე ცდილობენ ჩემი ძმის საპყრობილეში გამოკეტვას“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

რაც შეეხება საპატრიარქოს კიდევ ერთ განცხადებას, რომ მღვდელმსახურებისთვის მიწერილი წერილი, რომელზეც დეკანოზი საუბრობს გაასაჯაროოს, დეკანოზის ძმა აცხადებს, რომ წერილი მას არ აქვს და ვერ გაასაჯაროებს.

„როგორც მეუფე დიმიტრიმ თქვა, ამ წერილს გავიტან წმინდა სინოდზე და იქ განვიხილავო. თუკი მეუფე დიმიტრი მიიჩნევს, რომ ეს არ არის საჯაროდ განსახილველი თემა, ჩემთვის მიუღებელია, რატომ ცდილობს საპატრიარქო იმ თემებზე საუბარს, რაც ეპისკოპოსებს არ სურს. რაც შეეხება საგამოძიებო მასალების გასაჯაროებას. ჩვენ თავდაპირველად ვითხოვდით სასამართლო სხდომები ყოფილიყო გახსნილი. მივმართეთ საპატრიარქოს, რომ მათაც მოეთხოვათ ეს, სამწუხაროდ, ხმა არავინ ამოიღო, რადგანაც იცნობდნენ საქმის მასალებს. მოგეხსენებათ, როცა პატრიარქი გერმანიიდან ჩამობრძანდა პროკურორები და მთავრობის წევრები იყვნენ მისულები, საქმის გარკვეული ნაწილები მიიტანეს, სურვილი არ გასჩენიათ, რომ საჯარო ყოფილიყო, რადგანაც დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჩემი ძმის წინააღმდეგ რაიმე სამხილები არ იყო“, – განაცხადა მამალაძემ.

როგორც მამალაძე აცხადებს, მისი პროტესტი ეკლესიის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

„ეს კარავი იდგება, ვიდრე ჩემი ძმა არ იქნება განთავისუფლებული“, – განაცხადა მამალაძემ.

საქართველოს საპატრიარქომ დღეს განცხადება გაავრცელა. საქართველოს საპატრიარქო გამოძიებას მიმართავს, გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის მასალები გასაჯაროვდეს. „სამწუხაროდ, მამა გიორგიც და მისი ოჯახის წევრებიც მიუღებელი მეთოდების თანამონაწილენი აღმოჩნდნენ და ეკლესიასთან მიმართებაში არ მოერიდნენ თავდაცვის მექანიზმად შანტაჟის გამოყენებას, რითაც ხელი შეუწყვეს თავისივე თავის საწინააღმდეგო მდგომარეობის შექმნას. რეალურად კი, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს საპატრიარქო შუამდგომლობას აღძრავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს შენდობას და აღიარებს თავის წილ დანაშაულს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

წყარო: პირველი არხი

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი