უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 ნოემბერი, 2017 16:15
font-size

ეს ხალხი არ იმსახურებს „ქართულ მარშს“ და თუ ასე უნდათ, „ქართული მარში“ დაიშლება! - სანდრო ბრეგაძე

„ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ ცოტა ხნის წინ ფეისბუქზე “ქართული მარშის“ დაშლის შესახებ დააანონსა, ამ საკითხზე მან ალიას ინტერვიუ მისცა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

- საკუთარფეისბუკზე“ „ქართული მარშისდაშლის შესახებ დაწერილი თქვენი პოსტი უბრალოდ ემოციური განცხადება იყო, თუ ნამდვილად გეგმავთ ამას? და რატომ?

- სიმართლე გითხრათ, უკვე დავიღალე ამდენი შანტაჟისგან და ამდენი უმადურობისგან. მე, რა თქმა უნდა, არავისთვის არასდროს არ შემიგინებია, არც მიბილწსიტყვავია და აღნიშნულ მდგომარეობაში, შემიძლია ავდგე, განზე დავდგე და ვთქვა – აი, ნახეთ, რა კარგი ბიჭი ვარ? არაფერი არ მეხება და ჩემი თანამებრძოლები რას აკეთებენ, ჩემი საქმე არ არის-თქო, ვთქვა. ამას ვერ ვიტყვი, რადგან ვიცი, ჩემს თანამებრძოლებს ეს ვიდეოები, ყველაფერი დაუმონტაჟეს, ეს ყველაფერი კეთდება სპეციალურად შურისძიების მიზნით, რადგან ეს ადამიანები საქართველოსთვის იბრძვიან და ქართველი ერისთვის იბრძვიან. აქედან გამომდინარე, მე მომდის ასეთი აზრი, რომ ზოგადად, ეს ხალხი არ იმსახურებს „ქართულ მარშს“ და თუ ასე უნდათ, „ქართული მარში“ დაიშლება! შემდეგ თუ უნდათ, ლგბტ დროშა დაურჭვიათ მთავრობის სასახლის თავზე, თუ უნდათ ის დროშა თითოეულ სახლზე გამოუკიდიათ და რაც უნდათ, ის უქნიათ! იმის მაგივრად, რომ გვერდში დაგვიდგნენ და ერთად ვიბრძოლოთ ეროვნული ფასეულობების გადასარჩენად, ჭორიკნობენ, ჭორაობენ და გვარამიას კანტორაში, ბოკერიასა და ჩერგოლეიშვილის დავალებით შექმნილ ვიდეომონტაჟებს ავრცელებენ და შემდგომში იქ ნიშნის მოგებით აკეთებენ რაღაც კომენტარებს. შე კაი დედმამიშვილო, ჯერ ის გაარკვიე, ეს ვიდეო ნამდვილია თუ არა, მონტაჟია თუ არა და შემდეგ დაწერე რამე!

- აქვე ჩვენს მკითხველს შევახსენებ, რომ ქუთაისის ერთ-ერთ რესტორანში გადაღებულ ვიდეოზეა საუბარი, რომელსაც ხალხში საკმაოდ დიდიაჟიოტაჟი მოჰყვა, მისი შინაარსის გამო.

- ხვალ უკვე ამ ადამიანებს შეაქვთ სარჩელი სასამართლოში, იმ სააგენტოებსა და საიტებს,რომლებმაც ესმონტაჟი და ფალსიფიკაცია გაავრცელეს, უჩივლებენ. რომელ ქუთაისის გინებაზეა საუბარი? მე თავად გახლავართ ძირძველი ქუთაისელი, „მწვანე ყვავილელი“ ვარ და როგორ ფიქრობთ, სანდრო ბრეგაძე ვინმეს იმას გააბედინებდა, მისი თანდასწრებით ქუთაისელებისთვის შეეგინებინა? ამით გამოვიდოდა, რომ მეც მაგინებდნენ და რა, მე ჩემითავის გინება მსიამოვნებდა? პირიქით, პირდაპირ გეტყვით: გია კორკოტაშვილმა თქვა ქუთაისის საოცარი სადღეგრძელო, რომლის ვიდეოც გვაქვს და ბოლოს თქვა – ვაჟკაც ქუთაისს გაუმარჯოს, რომელმაც ლგბტ-ს კუდით ქვა ასროლინა და ჩასვრილ ქუთაისს და სხვა ქალაქებს არ გაუმარჯოსო, თავისებურად თქვა ეს. როდესაც კორკოტაშვილს დასდევენ თითოეულ სიტყვაზე, ამ ადამიანს არც პრეზიდენტობა უნდა, არც პრემიერ მინისტრობა და არც პოლიტიკოსობა – ეს არის კოლორიტი, შემოქმედი ადამიანი, რომელსაც აქვს თავისი ლექსიკა, რომელი ლექსიკითაც მას იცნობს მთელი თბილისი ამდენი წლების განმავლობაში. ამ ადამიანს, რომელიც იბრძვის მამათმავლობის წინააღმდეგ და ეროვნული ფასეულობების დასაცავად, მოუწყვეს პრესინგი და ახლა მე რა ვქნა? იმის მაგივრად, საქართველოს მოღალატეებს, ქვეყნის მტრებს ვებრძოლო და ჩვენი ფასეულობების, ჩვენი რწმენის, ქართველობის გადასარჩენად ვიბრძოლო, ამის მაგივრად უნდა ავდგე და ვამტკიცო –ვაიმე, იცით, რა არის? თათია დოლიძესთვის, რომელიც არის სტაჟიანი აგენტი, არავის შეუგინებიაო? ან ნანუკა ჟორჟოლიანის შვილისთვის არავის ცუდი არაფერი არ უთქვამს- თქო? იმას რომ წერენ, რუსულ სიმღერას რატომ უსმენენო, მე მაგალითად მომწონს „პინკ ფლოიდის“ „კედელი“, არის ასეთი კონცერტი და მაშინ მითხარით ქუთაისში დუქანი, სადაც „პინკ ფლოიდების“ სიმღერებს უკრავენ, იქ მივალ და იქ ვიქეიფებთ მე და ჩემი მეგობრები! იმხელა დუქანში ვინ რა სიმღერას შეუკვეთავს მეზობელი სუფრიდან, საიდან უნდა ვაკონტროლო მე ეს? და ამაზე ეს ჭორიკნები, ეს არაადამიანები გადმომდგარები არიან და იძახიან, რუსულ სიმღერას რატომ უსმენენო. საერთოდ რა კომენტარი შეიძლება გააკეთოს ამაზე კაცმა? მირეკავენ ჩემი ქუთაისელი მეგობრები და მეკითხებიან – შენმა მეგობარმა რატომ თქვა ქუთაისზე ცუდიო? თითოეულ მათგანს იცით, რა ვუთხარი? ამდგარიყვნენ და მე რომ მირეკავენ ახლა, გუშინ გამოსულიყვნენ მამათმავლობის პროპაგანდის წინააღმდეგ და დამდგარიყვნენ ჩვენს გვერდზე იქ! ჩვენთანერთად ყოფილიყვნენ იმ კარების გაღების და პროვოკაციების აღკვეთის დროს, რომელიც გუშინკობიაშვილმა, კაშიამ და მამათმავლებმა ერთად მოგვიწყეს! დღეს ასეთი სიტუაციაა:საქართველოში 10 პროცენტს უნდა, რომ ყველა ოჯახში მამათმავალი და დედათმავალი იყოს,მეორე 10 პროცენტი არის ის, ვინც იბრძვის და დანარჩენი 80 პროცენტი სახლში ზის, ფეხიფეხზე აქვთ გადადებული, ცხელ ჩაის ან ყავას მიირთმევენ, ტელევიზორებთან სხედან დაინტერნეტში ნიშნისმოგებით წერენ კომენტარებს, ვითომ გვგულშემატკივრობენ.გულშემატკივრები კი არა, თანამებრძოლები გვჭირდება და თუ უნდათ, რომ მათმა შვილებმა,ბიჭებმა კაბებით იარონ, გოგოებმა ბიჭობა დაიჩემონ, ქვეყანაში გამრავლება არ იყოს,დემოგრაფიული სიტუაცია უარესობისკენ შეიცვალოს, ქართული მიწა გაიყიდოს, არაბი დაირანელი სიძეები ჰყავდეთ და მათი შვილიშვილები არაქართველები იყვნენ – კი, ბატონო, ღმერთმა ხელი მოუმართოთ მაშინ! დაიშლება “ქართული მარში“ და მერე ვნახოთ, რაც იქნება!ნუთუ ვერ ხვდებიან ეს საბრალოები, ეს ღვთისგან დაწყევლილები, რომ „ქართული მარში“ არის უკანასკნელი ბასტიონი იმ ფასეულობების დასაცავად, რომელმა ფასეულობებმაც გადაარჩინა საქართველო და რომელიც ღვთისსა და ერის რწმენას გულისხმობს? ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ „ქართულმა მარშმა“ რომ არ იარსებოს, ეს საშინელება ადიდებული მდინარესავით წამოვა დათითოეულის ოჯახში შევა? ჩვენ რას გვემართლებიან?

- თქვენ არაერთხელ გისაუბრიათ იმ საფრთხეებზე, რასაც დღეს ხედავთ და რის წინააღმდეგაცქართული მარშიიბრძვის. არ ფიქრობთ, რომქართული მარშისდაშლა კიარა, შიდა რეორგანიზაციაა ახლა საჭირო?

- კიდევ ერთხელ ვიტყვი: მე ძალიან კარგად შემეძლო, გვერდზე გავმდგარიყავი პირველ შემთხვევაშიც, მეორე და მესამე შემთხვევაშიც და მეთქვა – რა შუაში ვარ? მე პოლიტიკოსი ვარ , ჩემი პოლიტიკური გზა მაქვს და ყველა ჩემმა თანამებრძოლებმა თავიანთ თავს მიხედონ-თქო, მაგრამ ამას როგორ ვიკადრებ, როცა ვიცი, რომ ეს ჩემი თანამებრძოლები 100 პროცენტით მართლები არიან? როცა ესენი არიან ადამიანები, ვინც საქართველოსთვის თავს დებენ, ხშირ შემთხვევაში, ჯიბეში კაპიკი ფული არ უდევთ, შიშველი ხელებით იბრძვიან და ომობენ? მე როგორც ვხედავ, ეს საზოგადოება იმსახურებს ბოკერიას პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“, „რესპუბლიკურ პარტიას“, სოროსის ფონდს, ანტიეკლესიურ და ანტიმართლმადიდებლურ არასამთავრობოებს! ამათ ხომ კარგად იტანენ?

კაციშვილი არ იღებს ხმას მათ მიერ დახოცილ ადამიანებზე, მათ მიერ აწიოკებულ ადამიანებზე, კაციშვილი ხმას არ იღებს იმ პროპაგანდაზე, რომელიც მათი ტელევიზიებიდან მომდინარეობდა და მომდინარეობს. მე ან ჩემი თანამებრძოლები ვინ ვართ ილია ჭავჭავაძესთან შედარებით, მისი ფეხის ფრჩხილადაც არვღირვართ, მაგრამ ეს არის ერი, რომელმაც ილიას ტყვია ესროლა და ზვიად გამსახურდია მოკლა და ჩვენ რას გვიზამენ? ალბათ ცოცხლად დაგვწვავენ!

ჩვენ უბრალოდ ჩვენი შვილები გვეცოდებოდა, ყველაფერი ის გვენანებოდა, რაც მამა-პაპამ აქამდე მოგვიტანა და თუ ეს არ უნდათ... არა, კი უნდათ, მაგრამ იცით, როგორ? საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტს სახლიდან გამოსვლა ეზარება და სამაგიეროდ, ჩვენზე ჭორიკნობა რატომღაც არ ეზარებათ

გამოდი, შე კაი დედმამიშვილო, სახლიდან და გააკეთე გია კორკოტაშვილზე უკეთესად საქმე და გია იქით დაგიდგება ჯარისკაცად გვერდით, მაგრამ არა! ამათ უნდათ გიამ გააკეთოს, თავი შეაკლას და მერე კიდევ თუ გიამ ნასვამმა ვიღაცას შეაგინა, ამაზე თქვას – დედა, ეს როგორ გააკეთაო? აბა, ახლა ერთი ქართველი კაცი მითხარით, რომელსაც არ შეუგინია, ან არ უბილწსიტყვავია! აი, ამაშია ზუსტად საქმე, რომ ეს არის ჩამპალი საზოგადოება, რომელიც იმსახურებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რესპუბლიკურ პარტიას“ და ასეთი საზოგადოება ვერც აფხაზეთს დაიბრუნებს ვერასდროს, ვერც ცხინვალის რეგიონს!

გუშინ იცით, რა მოხდა ქუთაისში? ვიღაცები მოგვიქსიეს და იმ ბიჭს, ვისაც ჩვენთვის ბილეთები მოჰქონდა გადმოსაცემად, გზაში დახვდნენ და სცემეს! შემდგომში ამ პირწავარდნილმა ნაძირალა კობიაშვილმა, თხემით ტერფამდე არაქართველმა ადამიანმა, პირდაპირ გასცა ბრძანება სტადიონის კარები დაეკეტათ და არ შევეშით! წარმოიდგინეთ, ბილეთიან ხალხს არგვიშვებდნენ სტადიონზე, მაგრამ ჩვენ მაინც შტურმით შევედით და ლგბტ დროშა დავწვით მთელი მსოფლიოს თვალწინ! ვიცოდით, ამას ასეთი შედეგი რომ მოჰყვებოდა, მაგრამ მაინც წავედით ამ რისკზე და იმის მაგივრად, გამოსულიყვნენ და ეთქვათ, ვახ, ეს რა მაგარი რაღაც მოხდაო, გამოდიან და იძახიან, ვიღაცამ რესტორანში რატომ შეიგინაო და სადღაც დუქანში რუსულ სიმღერას რატომ უსმენდნენო?

- „ქართული მარშისდაშლის შესახებ საკითხს თქვენ უახლოეს მომავალში თათბირზე დააყენებთ?

- რა თქმა უნდა! ეს არ არის მარტო ემოციურად ნათქვამი ფრაზა! მე კი არ ვშლი „ქართულ მარშს“, მე განზე გავიწევი და ვისაც რაც უნდა ის გააკეთოს. „ქართული მარში“ სანდრო ბრეგაძის გარეშეც იარსებებს და თავის საქმეს გააკეთებს, მაგრამ მე განზე გავიწევი, რადგან ვხედავ, რომ როგორც უკვე გითხარით, ეს ხალხი არ იმსახურებს „ქართულ მარშს“! ეს ხალხი იმსახურებს მორალური მეტრის რანგში მამათმავლებს! დღეს ხომ იძახიან, თანაბრები უნდა ვიყოთო? ხვალ უკვე დააძალებენ მათ შვილებს, რომ იყვნენ მამათმავლები და მერე თავში ხელებს რომ შემოირტყამენ, გვიანი იქნება!

წყარო: გაზეთი ,,ალია“

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი