უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 იანვარი, 2017 17:20
font-size

ეს ყრილობა არის მინიმუმ ზუსტად ისე ორგანიზებული, როგორც ჩვენი ყრილობები ადრე. აი, პასუხი ივანიშვილს - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა არა მხოლოდ წარსულზე საუბარია, არამედ მომავალიცაა, რომელსაც ამ მომავლის მკაფიო ხედვა აქვს.

ამის შესახებ სააკაშვილმა სპორტის სასახლეში ყრილობაზე შეკრებილ პარტიის წევრებისა და მომხრეებისადმი მიმართვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა მუდმივად განახლებაზე და განვითარებაზე იქნება.

„ნაციონალური მოძრობა არის მოძრაობა, მხოლოდ წინ, მხოლოდ მომავლისკენ, მხოლოდ გამარჯვებისკენ, მოძრაობა შეუპოვარი და შეუჩერებელი.

ნაციონალური მოძრაობა არის თავისუფალი საქართველოს იდეა. იდეა რომელიც არ მოუხრის ქედს, როგორი ძლიერი რეგიონალური დამპყრობელი და ბოროტებაც არ უნდა გაჩნდეს. არავის, მსოფლიოს მასშტაბით. ნაციონალური მოძრაობა არის ქართული ამბიცია, განსაკუთრებული ერის ამბიცია და პრეტენზია, რომ ვიყოთ განსაკუთრებული. დიახ, ქართველი ერი არის განსაკუთრებული.მე მაქვს პირადი ამბიცია, რომ საქართველო იყოს გამორჩეული, გარშემო ყველას ჯობდეს და იყოს თითით საჩვენებელი როგორც წარმატების და მომავლის ორიენტირების ნიმუში.

ჩვენი პარტია არ არის მხოლოდ გარკვეული ელიტების პარტია. ეს არ შეიძლება იყოს პატარა ჯგუფის საკუთრება.

ყველამ დაინახა ბოლო კვირეებში და თვეებში, როგორც იდეალები არ იყოფა, ისევე არ იყოფა ნაციონალური მოძრაობა. როგორც სამშოლო არ იშლება ნაწილებად, ისევე არ იშლება ნაციონალური მოძრაობა.

ხემ რომ კარგად გაიხაროს, მას პერიოდულად სჭირდება გასხვლა და სჭირდება ძველის და უვარგისისი მოშორება, რათა ახალსა და სიცოცხლისუნარიან გაეხსნას გზა. ამიტომ, არ იზომება ჩვენი პარტია იმ ადამიანებით, რომელიც უერთდებიან და აკვდებიან მას. ჩვენი პარტია იმ დიდი პასუხისმგებლობით იზომება, იმ დიდი იდეებით, იმ დიდი ემოციებით, რომელიც არის ამ დარბაზში. მე მგონი დავინახეთ კარგად, სად დარჩა ორგანიზაციის ნიჭი, ინტელექტი და ხალასი. მე ბევრი ყრილობა მინახავს და ეს ყრილობა არის მინიმუმ ზუსტად ისე ორგანიზებული, როგორც ჩვენი ყრილობები ყველა მომენტში და იმაზე უეკთესადაც, იმიტომ, რომ ეს იყო განსაკუთრებული მომენტი, როდესაც ნაციონალური მოძრაობა აღმოჩნდა ივანიშვილის მხრიდან დარტყმის ქვეშ. ხომ დაინახეთ და ყველამ კარგად გადახედეთ სად არის ნაციონალური მოძრაობა, ორგანიზება, სად არის ნიჭი, სად არის ინტელექტი. აი, პასუხი ივანიშვილს და ყველაფერ იმას, რაც მოხდა ბოლო თვეებში.

დღევანდელ ყრილობაზე ჩვენი პარტია იწყებს ახალ ცხოვრებას, დაიმახსოვრეთ ეს თარიღი“,-აღნიშნა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა.

მონიკა დავლიანიძე

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი